in

ტბისპირა საშემოდგომო სახლები

ზაფხული იწურება და უფრო ცივი სეზონის დრო დგება, შემოდგომის გატარება იდეალურია ტბის პირას, ბუხრიან სახლში, ამ ყველაფერს თუ კარგი არქიტექტურაც ერთვის, შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრული გარემო იქმნება.

Alliance Group
Alliance Group

ონლაინ ჟურნალი The Space-ს გაგვაცნობს 6 სახლს, სადაც შემოდგომის ყვითელი დღეების გატარება ნამდვილად დაუვიწყარია.

სახლი კაბინა როტერდამში, ნიდერლანდებში

ამ ხის სახლთან მისასვლელად, რომელიც თითქოს თავის კუნძულზე ზის, ნავი დაგჭირდებათ. დიზაინერებმა მაქსიმალურად გამოიყენეს არსებული ლანდშაფტი, სახლს შეუქმნეს დიდი ტერასა, ჰამაკები და სკამები პიკნიკისთვის. ინტერიერში ლურჯი ფერის და ხის შეხამებას ვხვდებით, რაც უფრო კლასიკური ქალაქგარეთ მდებარე სახლის აურას გვიქმნის სკანდინავიური დიზაინის ელემენტებთან ერთად.

სახლის ქირაობა ღამეში 135 დოლარი ღირს.

 

დასასვენებელი სახლი ეგერში, დანიაში

სახლი ხის მოპირკეთებით დანიელი არქიტექტორი Søren Sarup-ის შემოქმედებაა. დიდ ვიტრაჟებიანი სახლიდან ტბის ხედი იშლება, სახლი ზაფხულშიც და ზამთარშიც იდეალურია, აქვს გარე დუშები და საუნა. ინტერიერში ბეტონის იატაკის, რკინის ავეჯისა და თეთრი კედლების სინთეზია.

სახლის ქირაობა კვირაში 600 დოლარი ღირს.

 

სახლი “შუქურა”, ეგერში, დანიაში

მაღალი ჭერი და მთლიანი სიგრძის ვიტრაჟები სახლის ერთგვარი იდენტობაა, ისიც ასევე Søren Sarup-ის პროექტია. როგორც ამბობენ, განსაკუთრებით შთამბეჭდავია სახლიდან მზის ჩასვლის ყურება, აქვს ჯაკუზი, რომელიც ასევე ტბის ხედს გადაჰყურებს.

 

სახლი ნორვეგიაში

ადგილი ძალიან ახლოს არის ნორვეგიის ორ გრძელ მდინარესთან. ბუნების უკეთ აღსაქმელად, ორსაძინებლიანი სახლის ფასადზე ჭარბობს ვიტრაჟები, საიდანაც დამსვენებლები 270 სახეობის ფრინველს უყურებენ.

სახლის ფასი ღამეში 304 დოლარიდან იწყება.

 

მდინარის კაბინა, დალსენი, ნიდერლანდები

ხის სახლი მდინარის პირას მდებაორებს და წარმოადგენს ექსპერიმენტულ prefab house-ს, რაც ნიშნავს, რომ სახლი ქარხნულად დამზადებულია და ადგილზე მარტივად იწყობა. სახლი იდეალურია ცივი დღეებისთვის, მყუდრო ინტერიერით, ხის ფეჩებითა და თბილი პლედებით. სახლს მდინარის ხედები აქვს და თუ კარგი ამინდია, მდინარეში ბანაობაც შესაძლებელია. ახლოს არის ტყე და ველოსიპედის ბილიკი.

სახლის ფასი ღამეში 135 ევროა.

 

სახლები ნიდერლანდებში

ყველა სახლს თავისი ნავიც მოყვება გარშემო ტერიტორიის დათვალიერებისთვის. სახლები სათევზაო ტბის ნაპირას მდებარეობს და ენერგოეფექტურობითაც გამოირჩევა. ინტერიერიც ისეთივე მშვიდია, როგორიც ტერიტორია, ღია ფერის ხით მოწყობილი, დიზაინერული ავეჯითა და მდინარის ხედებით.

ორი ღამით სახლის ქირაობა 380 ევრო ღირს

 

წყარო: Thespaces

როგორ მოვაწყოთ ყავის მაგიდა

დახვეწილი თანამედროვე სახლი ბრაზილიაში, რომლის შუაგულშიც სამზარეულოა