in

8 ადგილი თბილისში, სადაც ტელევიზორის სადგამს შეიძენთ

ტელევიზორის კუთხე ოჯახის წევრების საყვარელი მოსასვენებელი ადგილია, ამიტომ მას ინტერიერში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება. სივრცის დიზაინის სრულყოფაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ტელევიზორის სადგამი, რომელზეც, როგორც წესი, წიგნებსა და სხვადასხვა დიზაინ-ობიექტს ათავსებენ, რათა მისი იერსახე გაამრავალფეროვნონ.

თანამედროვე ბაზარზე სხვადასხვა მასალისა და დიზაინის უამრავ პროდუქტს ვხვდებით. დღეს შევეცდებით, არჩევანი გაგიმარტივოთ და იმ ძირითად ადგილებს გაგაცნობთ, სადაც გამორჩეული, დახვეწილი ტელევიზორის სადგამების შეძენას შეძლებთ.

 

JYSK

თუ მისაღები ოთახის გაფორმებას დახვეწილი სკანდინავიური სტილის ტელევიზორის სადგამით გადაწყვეტთ, „JYSK“-ის შოურუმს უნდა ეწვიოთ, სადაც სასურველი დიზაინის მოდელებს მარტივად შეარჩევთ. აქ დაგხვდებათ ხისფერი, პრიალა ზედაპირის მქონე თაროები, რომლებიც საკმაოდ კომპაქტური და პრაქტიკული პროდუქტია.

 „Mysa

Mysa“ მომხმარებელს ყოველთვის ანებივრებს საინტერესო დიზაინის პროდუქციით. გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. თუ ორიგინალური, მიმზიდველი დიზაინის ტელევიზორის სადგამს ეძებთ, მაღაზიის შოურუმის დათვალიერება ნამდვილად ღირს. აქ შეძენილი პროდუქტი მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

„INTERIORISMO“

ტელევიზორის სადგამების დახვეწილი მოდელები დაგხვდებათ „INTERIORISMO“-შიც. აქ შეძენილი ორიგინალური პროდუქტის დახმარებით, სახლში ყველასათვის სასიამოვნო გარემოს შექმნით და ინტერიერში დახვეწილ შტრიხებს შეიტანთ.

„FORUM By New Light“

გამორჩეული დიზაინის ტელევიზორის სადგამები და კედლის თაროები დაგხვდებათ „FORUM By New Light“-შიც. თითოეული პროდუქტი დახვეწილი დიზაინითა და საინტერესო ვიზუალით გამოირჩევა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს. ეს მოდელები თქვენს მისაღებ კუთხეს მეტ მყუდროებას შესძენს.

„VELI.store

არაერთ საინტერესო პროდუქტთან ერთად, „VELI.store“-ზე ტელევიზორის სადგამების შეძენაც შეგიძლიათ, რომლებსაც სახლიდან გაუსვლელად შეარჩევთ და სასურველ მოდელს მინიმალურ დროში მიიღებთ. ეს კომფორტული სერვისი განსაკუთრებით მათ დააინტერესებთ, ვისაც განსხვავებული ავეჯის შეძენა სურთ, თუმცა მაღაზიებში სასიარულოდ დრო არ აქვთ.

„Ashley HomeStore Georgia“

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ტელევიზორის სადგამებს შეიძენთ, „Ashley HomeStore Georgia“-ა. მათ, ვინც კონკრეტულად ამერიკული სტილის დიზაინ ობიექტებს ეძებს, მაღაზია მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

COMFORTER

COMFORTER“-ში, ტელევიზორის სადგამთან ერთად, კედელზე დასამონტაჟებელ თაროებსაც შეიძენთ, რომლებიც კუთხის სრულყოფაში დაგეხმარებათ. განსხვავებული დიზაინის მოდელები ნებისმიერ ინტერიერში განსაკუთრებულ შტრიხებს შეიტანს და გარემოს მყუდროებითა და სასიამოვნო განწყობით აავსებს. პროდუქციის დათვალიერებას „COMFORTER“-ის შოურუმში შეძლებთ.

ICR HOME“ 

ტელევიზორის სადგამების დიდი არჩევანი დაგხვდებათ „ICR HOME“-ში, რომელიც მრავალფეროვან, საინტერესო კოლექციას გთავაზობთ. აქ შეარჩევთ განსხვავებული ფორმის, ზომისა და ფერის მოდელებს, რომლებიც პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სრულად თეთრი ინტერიერი – რამდენიმე შთამაგონებელი მაგალითი

რბილი ავეჯის საშუალებით გაცოცხლებული ფილმების პერსონაჟები – „სადგურის“ პროფილი