in

სრულად თეთრი ინტერიერი – რამდენიმე შთამაგონებელი მაგალითი

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

სრულიად თეთრი ინტერიერი სულაც არ ნიშნავს მოსაწყენს. სწორი დიზაინის შემთხვევაში, თეთრი ინტერიერი შეიძლება იყოს საკმაოდ თბილი, კომფორტული და მიმზიდველი. ფერთა ფსიქოლოგების თანახმად, თეთრი საკმაოდ ძლიერი ფერია, რომელსაც უამრავი გრადაცია გააჩნია, რაც თავის მხრივ, უსაზღვრო შესაძლებლობების წყაროა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის თეთრზე შეჩერება ყველაზე “უსაფრთხო ვარიანტად” ითვლება, ამ ტონში გადაწყვეტილი ინტერიერები მაინც შესაძლოა იყოს ორიგინალური და დამაინტრიგებელი. ამას გარდა, მონოქრომული სივრცეები არასდროს გადადის მოდიდან. შესაბამისად, თეთრი მუდამ აქტუალური ფერია და პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით, ის ერთნაირად კარგად გამოიყურება როგორც პატარა, ასევე დიდ სივრცეებში. სწორედ ამის დასტურია ქვემოთ მოცემული მაგალითები.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

Bugok Friday House — დადასვენებელი სახლი სამხრეთ კორეაში

8 ადგილი თბილისში, სადაც ტელევიზორის სადგამს შეიძენთ