in

Tetra Pod – Stilt Studios-ის პროექტი ბალიში

 

ინდონეზიაში, ბალიში მდებარე ეს სახლი 64 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. ის მიწიდან 40 სანტიმეტრის სიმაღლეზეა აზიდული და აშენებულია ხისგან, ფოლადისგან, მინისა და გადამუშავებული მასალისგან. გადამუშავებული, ნულოვანი დანახარჯის კონცეფციით შთაგონებული მასალებით ძირითადად დამზადებულია კედლები და სახურავი.

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Stilt Studios-ის არქიტექტორების მიზანი იყო სახლის ირგვლივ მდებარე გარემოსთან შერწყმა. ამისთვის მათ რამდენიმე ხერხს მიმართეს – პირველი იყო მასალების ჰარმონიულად შერჩევა. ამას გარდა, მათ სტრატეგიულად განათავსეს სახლში შესასვლელი კარები ისე, რომ კორიდორები მათით შემოსაზღვრულიყო. დიაგონალური იატაკის გეგმა ქმნის თავისუფალ სივრცეებს, რომლებიც ექსტერერშიც გრძელდება. ღია ფასადების დაბალანსებული კომპრომისი და სივრცის ათვისება ამ პატარა სახლს ელეგანტურს და საკმაოდ თავსებადს ხდის.

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

სახლის დამრეცი სახურავის გავლით წვიმის წყალი სტრუქტურირებულად შედგენილ სისტემაში ჩაედინება და გროვდება რეზერვუარში, რაც წყლის დანახარჯს ამცირებს. ამ ერთი შეხედვით პატარა სახლში კომფორტული საძინებელი ოთახი, ტევადი სააბაზანო, ღია სამზარეულო და სასტუმრო ოთახი გვხვდება გარეთა ტერასასთან ერთად. ფასადური პანელების გაღების საშუალებით სახლი სწრაფად და ეფექტურად ნიავდება, რაც მას საკმაოდ ენერგოეფექტურს ხდის.

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,© Alexis Dornier, Ananta Pradipta

Tetra Pod / Stilt Studios,Section AA

Tetra Pod / Stilt Studios,Elevation 02

ფოტოგრაფები: Alexis Dornier, Ananta Pradipta

ჭკვიანი სახლის 7 მოწყობილობა, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო მასალები საბავშვო ოთახისთვის