in

ისტორიული ხედებით გარშემორტყმული თანამედროვე ბინა ამსტერდამში

ამსტერდამის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მდებარეობს ლამაზად გარემონტებული სახლი რამდენიმე ოთახით, ორიგინალური ელემენტებითა და ლურჯი დიზაინის მქონე სამზარეულოთი. 178 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ბინა XIX საუკუნის ბოლოს შექმნილი შენობის პირველ და მეორე სართულებზეა განთავსებული და ისტორიული ხედებით არის გარშემორტყმული.

მფლობელებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი დიდი და ღია გეგმარირებით მოეწყოთ, რასაც ხელი შეუწყო ჭერმაც, რომლის სიმაღლე 3,27 მეტრია და სივრცის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. მისაღები და სამზარეულო/სასადილო ოთახები გაერთიანებულია და ფანჯრებით არის გაწყობილი.

სამზარეულოს აქვს ლურჯი კარადები, რომლებიც შერწყმულია მარმარილოს ზედაპირთან. მისაღები ოთახი სახლის წინა ნაწილში მდებარეობს. ოთახი საოცრად მსუბუქ შეგრძნებებს იძლევა და ამას კრემისფერი კედლები და დიდი ზომის ფანჯრები უზრუნველყოფს. ამ ნაწილთან დაკავშირებულია უფრო პატარა სივრცეც, რომელიც ოფისის სახით გამოიყენება.

სივრცისადმი განსაკუთრებული მიდგომა ჩანს საძინებელშიც, რომელიც არის ელეგანტურად მოწყობილი ოთახი ღია სააბაზანოთი. ეს სახლი შესანიშნავად აერთიანებს ისტორიულ ელემენტებსა და თანამედროვე ავეჯს.

მთავარი საძინებლის სამი დიდი ფანჯარა არა მხოლოდ სინათლით ავსებს ოთახს, არამედ ფანჯრებიდან იშლება დახვეწილი ხედები ეკლესიაზე. ოთახის ზომის წყალობით, საწოლი განთავსებულია მის ცენტრში და ტოვებს უამრავ ადგილს გარდერობისა და სხვა ნივთებისთვის.

საერთო ჯამში, სახლი აცოცხლებს ამსტერდამის კულტურასა და ხასიათს და აღვიძებს თანამედროვე ინტერიერსაც, რომელიც მას დამატებით ინდივიდუალიზმს ანიჭებს.

MDF-ის მასალის სახეობები და მისი ღირებულება ქართულ ბაზარზე

ზამიოკულკასი ინტერიერში – მცენარის პოპულარობის რამდენიმე მიზეზი