in

თანამედროვე საცხოვრებელი ესპანეთში – OBO Estudi-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

ახალგაზრდა წყვილმა, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს, შეიძინა საკუთარი სახლი ესპანეთში, სოფელ La Floresta-ში. პროექტი მოიცავს პირველ სართულსა და სარდაფს და ადაპტირდება ქვეყნის უხეშ ტიპოგრაფიასთან, ხოლო მისი საერთო ფართობი 102 კვადრატული მეტრია. წინა ნაწილში აქვს პატარა ეზო, რომელიც ბოსტნის სახით გამოიყენება, ხოლო გვერდით გამოყოფილია მცირე სივრცე ავტოსადგომად და სხვადასხვა ნივთების შესანახად.

საცხოვრებელსა და ბაღს ერთმანეთისგან აუზი გამოყოფს, რომელიც ესაზღვრება „კოლსეროლის“ პარკის ტერიტორიას. გარემოსთან სწორი ურთიერთობის შედეგად შექმნილი საცხოვრებელი უზრუნველყოფს როგორც იდეალურ პირობებს, ასევე ტერიტორიას საჭიროების შემთხვევაში გაფართოებისთვისაც.

იმის გათვალისწინებით, რომ შენობის უმეტესი ნაწილი ჩრდილში ექცევა და ზამთარში საკმაოდ ცივი პირობები იქმნება, სახლის ყოფილმა მფლობელმა შექმნა თბოიზოლაციის სისტემა როგორც სახურავზე, ასევე გარე ფასადებზეც. პირველ ეტაპზე სისტემა ფოკუსირებული იყო ხის ტიხრების აგებაზე, რაც დამატებით უზრუნველყოფს პირად სივრცეს და ინდივიდუალურ კომფორტს.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თერმული პრობლემა ზამთარში გარკვეულწილად მოგვარებულია, შენობის განლაგება ზაფხულში ჩრდილს არ იძლევა, რის გამოც შეიქმნა მეტალის სტრუქტურა კანაფის თოკების გამოყენებით, რომელიც გვთავაზობს შუალედურ სივრცეს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის.

საბოლოო ჯამში, საცხოვრებელში მოწყობილია ყველა საჭირო წინაპირობა იმისთვის, რომ წყვილმა ოჯახთან ერთად შეძლოს მყუდროდ და კომფორტულად ცხოვრება წელიწადის ნებისმიერი სეზონის განმავლობაში, რასაც ერთი მხრივ მისი არქიტექტურული პროექტი, ხოლო მეორე მხრივ გამორჩეული ინტერიერი და მრავალფეროვანი ბაღი უზრუნველყოფს.

არქიტექტურული სტუდია: OBO Estudi

ფოტოები: Andrés Flajszer

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

8 ადგილი თბილისში სადაც მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შეძენას შეძლებთ

ოცნებებით დაწყებული არქიტექტურა და ნაგებობებში გაცოცხლებული ხელოვნება – ინტერვიუ შორენა წილოსანთან