in

მე-18 საუკუნეში აგებული საცხოვრებელი, რომელიც თოჯინების სახლს მოგაგონებთ

Banner M2
Banner M2

სამანტა ტოდჰანთერმა და მისმა მეუღლემ – დევიდმა, ეს 1707 წელს აშენებული სახლი მას შემდეგ იპოვეს, რაც დევიდმა ინტერნეტში მათი პენსიაზე გასვლისთვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. სამანტა ამბობს, რომ ეს არის ყველაზე დიდებული ადგილი, რაც მას ოდესმე უნახავს და თითქოს ეს სახლი სწორედ მისთვის და დევიდისთვის არის შექმნილი.

შენობას სათამაშო თოჯინების სახლის მსგავსი ექსტერიერი აქვს – ქვის ფასადი ცენტრალური შესასვლელი კარით, რომელიც გარშემორტყმულია კედლის სვეტებითა და მარაოსებრი სარკმლებით. შიგნით ის სამ თანაბარ ვერტიკალურ სექციად არის დაყოფილი. ცენტრალური მონაკვეთის მთავარ წერტილს ტრადიციული სტილის კიბე წარმოადგენს.

სასადილო ოთახის ორიგინალური პანელები ლურჯი ფერისაა, ხოლო მაჰოგანისფერ მაგიდას შვედეთის დედოფლისა და მისი ქალიშვილის პორტრეტები გადმოჰყურებს. მეზობლად მდებარე სამზარეულოში, რომელიც თავიდან ორი ოთახი იყო, ერთი მთლიანი კედელი კარადებს აქვს დაკავებული. „შესანახი სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს სამანტა. მთლიანობაში სამზარეულო საკმაოდ მოსახერხებლად არის მოწყობილი.

დევიდის სამუშაო კაბინეტი, რომელიც ზედა სართულზე მდებარეობს ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი, ხოლო მის გვერდით არსებული სათადარიგო ოთახისთვის თავშეკავება უცხოა – მისი ინტერიერი ნამდვილ ჯუნგლებს მოგაგონებთ. „ეს ყველაზე მხიარული შპალერია“ – ამბობს სამანტა.

„როდესაც გოგოებს (შვილებს) ვუთხარი, რომ ფონი ნაცრისფერი და ყავისფერი იქნებოდა დიდი ყვავილებით, ისინი ცოტათი შოკში იყვნენ“ – აღიარებს სამანტა. „მომწონს ტრადიციული დიზაინის გამოყენება და მასში თანამედროვე სტილის შესწორებების შეტანა.“ თუმცა, მთავარი საძინებლისთვის მან შეარჩია Farrow & Ball-ის ჰაეროვანი “Pavilion Blue”, როგორც დამამშვიდებელი ფონი ჩაშენებული კარადებისთვის.

ქვის კოტეჯი, რომელიც წარმოუდგენლად კომფორტულ სახლად იქცა

“ლოფტის” სტილის პოპულარობის საიდუმლო