in

TON a.s. – მიხაილ ტონეტის ისტორიის გაგრძელება

ძალიან მარტივია შექმნა ერთი განსაკუთრებული დიზაინის მქონე სკამი, მაგრამ მისი შემდგომ მასიური წარმოება დღევანდელი განვითარებული სამყაროსთვისაც საკმაოდ რთული პროცესია. ეს გამოწვევა გერმანელმა დიზაინერმა მიხაილ ტონეტმა მე-18 საუკუნის ბოლოს დაძლია. ტონეტის საოჯახო ბიზნესი (The Thonet Family Firm) აწარმოებდა ხის ფრაგმენტებს ორთქლის ტექნიკით, რაც სხვადასხვა დიზაინის შექმნას ხის დაგრეხვით ხდიდა შესაძლებელს. ეს ყველაფერი ნიშნავდა, რომ ტონეტს იმ დროისთვის შეეძლო მასიურად ეწარმოებინა თავისი დიზაინით შექმნილი, ლამაზად დაგრეხილი ხის ავეჯი  ნაკლები დანახარჯებით და მცირე დროში. ამ მეთოდებმა იგი შემდგომში კიდევ უფრო ცნობილი გახადა. როდესაც ტონეტის პროდუქცია ქალაქ კობლენცის ავეჯის გამოფენაზე გამოჩნდა, ამ ყველაფერმა ავსტრიის კანცლერის ყურადღება მიიპყრო და მისი რეკომენდაციით, დიზაინერი უკვე ვენაში გაემგზავრა საკუთარი ფირმის გასახსნელად, რომელსაც Thonet Söhne დაარქვა.

ტონეტმა ბევრი ცნობილი პროდუქტი შექმნა, მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად კი 1859 წელს შექმნილი სკამი – Chair No. 14 რჩება. ასეთი დიზაინის სკამებს დღეს ვენურ სკამებსაც უწოდებენ.

მიხაილ ტონეტის მემკვიდრეობას დღეს ავეჯის მსხვილი მწარმოებელი ბრენდი – TON აგრძელებს. იგი ცნობილია ხის გრეხილი ავეჯით და დღემდე ინარჩუნებს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც ტონეტმა დანერგა 1861 წელს. კომპანიის ფაბრიკაც სწორედ იმ ადგილას მდებარეობს, რომელიც თავის დროზე მიხაილ ტონეტმა შეარჩია – ჩეხეთში – Bystřice pod Hostýnem. საწარმოს გარშემო წიფელის ხეების ტყეა, სწორედ ამ ტიპის ხე გამოიყენება TON-ის პროდუქტებში ყველაზე ხშირად.

2004 წელს TON-ის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოშიც გაიხსნა. ამიერკავკასიაში ერთადერთ ფილიალში შესაძლებელია ბრენდის ნებისმიერი მოდელის შეკვეთა, ფერის 30 -მდე ვარიანტით და გადაკვრის 100 მდე სახეობის შერჩევით . სკამებს უნიკალურ დიზაინთან ერთად, ბრენდის გრავირება გამოარჩევს. სკამების გარდა მაღაზიაში წარმოდგენილია მაგიდები,საკიდები, საბავშვო და საქანელა-სკამები.

“ტონი მსოფლიო დონის კომპანიაა , იგი პირველია გრეხილი ხის ავეჯის მწარმოებელთა შორის რადგან დაარსების დღიდან მკაცრად იცავს საუკეთესო ნაწარმის შექმნისათვის საჭირო ყველა კომპონენტს: უმაღლესი ხარისხის ნედლეული , ხის დამუშავების უნიკალური ტექნოლოგია , გამოცდილი მუშახელი, წარმოების უწყვეტი ციკლი და დახვეწილი დიზაინი. ინდუსტრიული მასშტაბების მიღწევის მიუხედავად TON a.s. პროდუქციის შექმნის პროცესის 70%-ს ხელით შრომა შეადგენს. იმის გარდა რომ მწარმოებელი 160 წელია რეტრო მოდელების მიმართ ერთგული რჩება , აგრეთვე თანამშრომლობს მსოფლიოში განთქმულ დიზაინერებთან და არქიტექტორებთან , რომლებიც ქმნიან თანამედროვე მოდელებს ბრენდისთვის დამახასიათებელი ხელწერის შენარჩუნებით. TON a,s ის პროდუქციის შეძენისას თქვენ ყიდულობთ არა მხოლოდ სკამს თავისი ფუნქციური დანიშნულებით , არამედ ძვირფას ნივთს ,რომელიც მისი მდგრადობის დამსახურებით თაობიდან თაობას გადაეცემა. შესაბამისად მას წლების განმავლობაში ემატება ღირებულება -ის თქვენი ოჯახის ისტორიის მატარებელიც ხდება” – მარიამ მამაცაშვილი, TON-ის წარმომადგენელი საქართველოში

ტონის პროდუქტების შეძენა დღეს შესაძლებელია 40 ქვეყანაში

 

VOGUE OFFICE, WARSZAWA, POLAND

WATCHMEN’S SEAFOOD & SPIRITS, ATLANTA, USA

ADRE RESTAURANT, TBILISI, GEORGIA

COLABA, INDIA

HOLIDAY INN, TELAVI, KAKHETI

CATSKILLS, NEW-YORK, USA

SHILDA VINERY, KAKHETI, GEORGIA

DESPERANDO RESTAURANT, ZURICH, SWITZERLAND

DRAGONFLY IZAKAYA & FISH MARKET, FLORIDA, USA

TON-ის პროდუქციის ნახვა შესაძლებელია მათ შოურუმში კეკელიძის 14 ნომერში, სრული ასორტიმენტი კი ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე. 

 

 

 

მარტოხელა სუპერგმირის ბინა ტაივანში

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაზღვევის შესახებ – რჩევები “ალდაგისგან”