in

ტური რეპერ ტიმატის ახალ ბინაში

Banner M2
Banner M2

დღეს ოდიოზური ადამიანის ახალი ბინის ტური გვინდა შემოგთავაზოთ, რომელშიც ბავშვური მიამიტობა და დემონური ზრახვები ერთად თანაარსებობს. წარმოგიდგენთ რეპერ ტიმატის არაორდინალურ საცხოვრებელს.

“მე ათ წელიწადზე მეტია თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ვაგროვებ და ამჟამად იმდენად დიდი კოლექცია დამიგროვდა, რომ ბინაში არ დაეტია და ნაწილის საცავში გადატანა მომიწია, – ყვება ტიმატი (ტიმურ იუნუსოვი). “ვფიქრობ გალერეის გახსნაზე, რათა ჩემი საგანძური ფართო აუდიტორიასაც ვაჩვენო“.

ვარსკვლავის ახალი ბინა ორ სართულზე, 650 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ერთმანეთთან ლიფტით არის დაკავშირებული. ქვედა ზონაში ბავშვების საძინებლებია, თავად კი მეორე სართულზე ცხოვრობს. არტისტის რეზიდენციის გაფორმება არტურ შაფმა და „YoDezeen„-ის არტიომ ზვერევმა ითავეს. უკანასკნელმა ტიმატი საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნო.

„ვარსკვლავმა თავისთვის ულტრათანამედროვე სივრცის შექმნა მოითხოვა, რომელიც მას დამუხტავდა და ენერგიით აავსებდა“ – ყვება არტური – „აქ ყველაფერი უჩვეულოდაა დაგეგმარებული: მაგალითად, ზედა დონეზე, რომელიც 400 კვადრატული მეტრია, მხოლოდ ორი საძინებელია, ხოლო სივრცის უმეტეს ნაწილს მისაღები ოთახი იკავებს“.

დიზაინერებმა ისეთი ლიფტის დიზაინი შეიმუშავეს, რომელიც უმცირეს დეტალებამდეა გათვლილი: მასალები იდეალურადაა გაპრიალებული, დაკავშირებული და გათვლილი. აქ არცერთი დეტალი არ არის ზედმეტი და მთელი ყურადღება ხელოვნებაზეა მიმართული. სანათებიც კი სპეციალური ფოტოლინზებითაა აღჭურვილი და სათითაოდ შერჩეული.

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მომღერლისთვის სახლი, ის ფილოსოფიურად პასუხობს: “ვიღაცისთვის სახლი მყუდრო ბუდეა, ჩემთვის კი სიხარულისა და შთაგონების წყარო. ვიღაც იტყვის, რომ აქაურობა ზედმეტად კაშკაშაა, რომ ასეთ გარემოში მალე იღლები, მე კი აქ თავს გადასარევად ვგრძნობ. სახლი დასამუხტი აპარატივითაა, რომელიც გტენის, ხოლო აქაური ხელოვნების ნიმუშები ენერგეტიკული წერტილებია… მხატვრები ხომ თავიანთ ნამუშევრებში ხედვასა და ტალანტს დებენ, რათა განწყობა გვაჩუქონ“.

აქ წარმოდგენილ თითოეულ ნახატსა და სკულპტურას თავისი ისტორია აქვს, რომელიც სახლის მეპატრონემ ზედმიწევნით იცის და სტუმრებს დიდი ენთუზიაზმით უყვება. მაგალითად, ერთ-ერთი ნახატი მას ძველმა მეგობარმა, „სტრიტ არტის“ წარმომადგენელმა ხარიფ გუზმანმა აჩუქა. უკანასკნელი მოსკოვში საკუთარი გამოფენის გახსნაზე იყო ჩამოსული და მომღერლის კუთვნილ „ბარბერ შოპში“ შევიდა.

ის ვარსკვლავს გამოელაპარაკა და უთხრა: “მომიტანე ტილო, მე კი დავხატავ“. „მე გამიკვირდა, თუმცა ტილო მოვიტანე, – იხსენებს მომღერალი. “ჩვენ კარებთან, ქუჩაში დავდექით, ხალიფმა ტილო კედელს მიაყრდნო და ჩემთვის ნამუშევარი შექმნა.”

ფოტო: სერგეი კრასიუკი

სტილისტი: ნატალია ონუფრეიჩუკი.

6 გზა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ფილები სახლში

#სადვიცხოვრო – 32 კვ.მ ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე