in

ტური ტომი ჰილფიგერის მაიამის სახლში

ყველასთვის ცნობილმა დიზაინერმა, ტომი ჰილფიგერმა ცოტა ხნის წინ მის მეუღლესთან ერთად მაიამის ჩრდილოეთ სანაპიროზე რეზიდენცია შეიძინა, რომელიც ყველასთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა.

Banner M2
Banner M2

“ჩვენ აქ ვართ ამინდის, ლათინური არომატის, ხელოვნებისა და პალმის ხეების გამო. რეალურად, ყველაზე მეტად აქ გასართობად ვართ”, – ამბობს ტომი. რეზიდენცია ასევე თამაშობს ერთგვარი ბაზის როლს მის უახლეს ბიზნეს საწარმოსთან ახლოს.

სახლი, სადაც ტომი და მისი მეუღლე დასახლდნენ, 2007 წლის 14000 კვადრატულ მეტრის მასშტაბის თანამედროვე სტრუქტურა იყო. სიდიდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან წყვილს სურდა, მათი ფართო ხელოვნების კოლექციისთვის დიდი სივრცე გამოეყო. “გვინდოდა, გამოგვენახა ადგილი ჩვენი ფერადი და მასშტაბური ნამუშევრებისთვის,” – განმარტავს ჰილფიგერის მეუღლე და გულისხმობს ენდი უორჰოლის, ჟან-მიშელ ბასკიას, კიტ ჰარინგის, დემიენ ჰირსტის, ტრეისი ემინსა და სხვების ნამუშევრებს.

მათ მიერ წარმოსახული ფერადი და ხელოვნებით გაჟღენთილი სახლის რეალიზების მიზნით, წყვილმა ლოს-ანჯელესის ინტერიერის დიზაინერს, მარტინ ლოურენს ბულარს მიმართა. ”ტომი და დი აშკარად ძალიან კარგად ერკვევიან მოდაში, ამიტომ ჩემი საქმე იყო მათი ხედვის თარგმნა შინაგან სივრცეებში,” – ამბობს ბულარდი. ”ჩვენ ერთად აღვიქვამდით სახლს, როგორც ხელოვნების გალერეის ნაწილს, ასევე 1960–70-იანი წლების დისკო სიგიჟეს.”

დიზაინერმა დაიწყო მუქი ხის პანელების შეცვლა სუფთა, თეთრი კედლებით და იატაკიც მინის თეთრი ფილებით გააწყო. გრაფიკული კონტრასტისთვის მან ცენტრალური კიბისთვის შავი მარმარილო აირჩია – სტრატეგია გაიმეორა სამზარეულოს იატაკის შავ და თეთრ ზოლებზე.

თუკი სახლის ინტერიერზე საუბარს დავიწყებთ, მაშინ უნდა დავიწყოთ მისაღები ოთახით, რომელიც ე.წ “სახლის გულს” წარმოადგენს. საკმაოდ მასშტაბურ, ძალიან ფერად სივრცეს უორჰოლისა და ბასკიას ნამუშევრები ამშვენებენ.

ასევე ძალიან ფერადია სახლის საძინებლებიც – თუკი კარგად დავაკვირდებით, შეიძლება იაპონელი არტისტის, იაიოი კუსამას შემოქმედებაც კი გაგვახსენდეს. თითქოს ეს ოთახები სწორედ მისითაა შთაგონებული.

რამდენადაც ფერადია საძინებლები, იმდენად “სერიოზული” და დახვეწილია სველი წერტილები. თუმცა, ნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სახლში სისადავე სადმე შეინიშნება – პირიქით, როგორც ჩანს, მის მფლობელებს სურდათ, მთელი მასშტაბი ნაყოფიერად გამოეყენებინათ და დაეტვირთათ.

ინტერიერის დიზაინი: Martyn Lawrence Bullard

ფოტოგრაფი: Douglas Friedman

რესტორანი თბილისში რეტროსა და თანამედროვე სტილის სინთეზით – მაია დავითიძის ნამუშევარი

თანამედროვე დიზაინის რანჩო ტეხასში