in

თანამედროვე დიზაინის რანჩო ტეხასში

როის და ჯუდი მიტჩელები დიდხანს არჩევდნენ ადგილს, თუ სად სურდათ მათი ახალი სახლის განთავსება. საბოლოო არჩევანი Brownwood, Texas Ranchland–ზე შეაჩერეს, საიდანაც სოფლის ველების ხედი იშლება. მათ ეს ადგილი კომფორტულად მიიჩნიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სახლის კონცეფცია სწორედ ამ ხედთან დაეკავშირებინათ.

Alliance Group
Alliance Group

მიტჩელებს სურდათ თანამედროვე რანჩოს ესთეტიკა შეექმნათ. ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდათ და 5000 კვ.მ სახლს ახლა უკვე აქვს თანამედროვე რანჩოს დიზაინი მდიდრული კომფორტით. მისაღები ოთახის დიდი შუშის კედლები და დიდი, სრულად მართვადი ფანჯრის კედელი იძლევა ბუნებრივი სინათლის სიუხვესა და ქმნის სასიამოვნო ნიავს სახლში.

ინტერიერის დიზაინისთვის Britt Design Group–მა გამოიყენა ბუნებრივი, მარტივი და სუფთა მასალები. ხე, ქვა, თაბაშირი, ფოლადი და ბეტონი მასალისა და ფორმის გამჭვირვალეობის შესაქმნელად იქნა გამოყენებული.

გარეთ შეკრება გართობის განუყოფელი ელემენტია ამ სახლში. საამისოდ კი აქ საკმაოდ დიდი ადგილია გამოყოფილი. გარე დაფარული ვერანდა გამოირჩევა მოსასვენებელი ადგილით, სადაც შესაძლებელია ცეცხლის დანთება. აქვეა ორმაგი ტელევიზორი შიდა / გარე ჩვენებისთვის. გარე სასადილო ტერიტორია უკავშირდება ბარს, რომელსაც აქვს დიდი გამჭვირვალე ფანჯარა.

რაც შეეხება არქიტექტურას, ის შთაგონებულია იმ მთის კალთებითა და ველებით, რომლებიც სახლს გარშემო აკრავს.

”გამოწვევა იყო შენობის ლოდებში უსაფრთხოდ “ჩაჯდომა” – ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით, რათა არ დაზიანებულიყო აქაური ლანდშაფტი და ხეები – საამისოდ რამდენიმე მცდელობა დაგვჭირდა,”– ამბობს არქიტექტორი კრის სანდერსი, Sanders Architecture-დან.

ნიავი და ქარის მიმართულება იყო სახლის აშენებისა და განლაგების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ”ამ ნიავმა გვიბიძგა იმისკენ, რომ შენობა ორ ნაწილად გაგვეყო – მთავარი ლოჟა (საძინებელი ოთახი და საერთო მოსასვენებელი ადგილები) და სასტუმრო სახლი,” – ამბობს სანდერსი – ”მომიჯნავე სივრცეში მოვათავსეთ აუზი და ეზო.”

არქიტექტურული სტუდია: Sanders Architecture

ინტერიერის დიზაინი: Laura Britt, Britt Design Group

ფოტოგრაფი: Ryann Ford

ტური ტომი ჰილფიგერის მაიამის სახლში

ჭერში გაკეთებული ფანჯრის დიზაინის იდეები