in

სამმეტრიან ბოძებზე აღმართული ტყის სახლი კანადაში – Forest House I

Alliance Group
Alliance Group

კანადელმა არქიტექტორმა, ნატალი დიონმა  (Natalie Dionne) სამხრეთ-აღმოსავლეთ კვებეკში ტყის საცხოვრებელ კომპლექსზე მუშაობა უკვე დაასრულა, რომელიც თავისი საოცარი პროექტის გამო მალევე ძალიან ცნობილი გახდა.

Forest House I-ად წოდებული სახლი სამმეტრიან ბოძებზეა აღმართული, რაც რელიეფურ გარემოში პროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ინციაიტივა იყო. სახლი, რომელიც მონრეალთან ახლოს მდებარეობს, წყვილისთვის აიგო, რომელსაც ქალაქის ქაოსური ატმოსფეროსგან გაქცევა და ბუნებაში ცხოვრების დაწყება სურდა.

ვინაიდან სახლი სამი მეტრის სიმაღლეზეა აღმართული, ბუნებრივი სინათლე საცხოვრებელ სივრცეში ბევრად მარტივად აღწევს და ფანჯრებიდანაც უკეთესი ხედი იშლება – დამთვალიერებელს შეუძლია ტყით დაფარული ქედების დანახვა.

~

სახლი ეკომეგობრულია – მთავარ მასალად პროექტში ხეა წარმოდგენილი. სახლის მთავარი ჩარჩოს შესაქმნელად ცემენტი და რკინაა გამოყენებული, ბოძების მსგავსად, თუმცა სახურავი ინჟინერულად დამუშავებული ჩრდილოეთ კვებეკის შავი ნაძვის ხისგანაა დამზადებული. რაც შეეხება სახლის ფასადს, ის თეთრი კედრისგან შეიქმნა, ამიტომ გარემომცველ ბუნებას ქამელეონივით ჰარმონიულად ეხამება.

სახლი ორი სართულისგან შედგება, რომელთა საერთო ფართობიც 215 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მინის კარის გაღებისას საცოხვრებელი სივრცე ერთიანდება ტერასასთან, რომელიც ნაწილობრივ დაჩრდილულია.

ექსტერიერის გარდა, ხე სახლის ინტერიერშიც დიდ ნაწილს იკავებს. მაგალითად, მეორე სართულზე ამსვლელი კიბე ნეკერჩხლისგანაა დამზადებული, სამზარეულოს კუნძულისა და საძინებლის ავეჯის მსგავსად. ჩაშენებული კარადები სხვადასხვა ოთახში რუსული ფანერებისგანაა შექმნილი.

ფოტოგრაფი:Raphaël Thibodeau

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ღირს თუ არა ყავის აპარატის შეძენა სახლისთვის?

ადამიანთა ბედნიერებისთვის შექმნილი ინტერიერები – ინტერვიუ ნატალია დავითაშვილთან