in

სახლი, როგორც განტვირთვის სივრცე – NatureHumaine-ს ნამუშევარი კანადაში

Alliance Group
Alliance Group

ერთი ჰექტარი ფართობი, რომელიც ხასიათდება მთიანი ლანდშაფტით, მშვენიერი ადგილი აღმოჩნდა ხის მასიური სახლის ასაშენებლად. ესაა კომპაქტური, ტყეში ჩაფლული ადგილი ორფორდის მთის წინ. სახლს ეწოდა La Brèche House და მასზე კანადურმა არქიტექტურულმა სტუდიამ NatureHumaine-მ იმუშავა.

“კლიენტის ფუნქციური მოთხოვნილებები სტრატეგიულად ნაწილდება ორ დამოუკიდებელ შენობაში, რომლებიც დაკავშირებულია ბილიკით. ძირითადი და უფრო დიდი ნაწილი მოიცავს მისაღებ ოთახსა და საძინებლებს, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს ფუნქციურ ზონებს, როგორიცაა სახელოსნო და სტუმრების საძინებელი/ლოფტი საკუთარი აბაზანით. კლიენტის სურვილი იყო, ეს სივრცეები ცალ-ცალკე ყოფილიყო მეტი კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად,” – ამბობენ არქიტექტორები.

სახლის ადგილმდებარეობა ძირითადად ნაკარნახევი იყო ორფორდის მთის სასურველი ხედით. მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი და სამზარეულო დგას მთისკენ და შესაბამისად, აქედან პანორამული ხედები იშლება.

სახლი აერთიანებს როგორც თანამედროვე დეტალებს, ასევე ტრადიციული არქიტექტურის ელემენტებს. შენობის შიგნით, თეთრად შეღებილი კედლები, ჭერი და გაპრიალებული ბეტონის იატაკი არის ის მინიმალისტური მახასიათებლები, რომლებიც აძლიერებს სივრცის სიმარტივეს და სისუფთავეს. სახლის მთავარი შესასვლელი მდებარეობს ორ ნაწილს შორის არსებულ დერეფანში.

საბოლოო ჯამში, ეს საცხოვრებლი სიმარტივისა და სიმშვიდის აურას ქმნის, რომელიც მასში მყოფს უბიძგებს, დიდი ფანჯრების მეშვეობით დატკბეს ულამაზესი ხედებით და განიტვირთოს.

არქიტექტურული სტუდია: NatureHumaine

ფოტოგრაფი: Ronan Mézière

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ჰოლივუდის უძრავი ქონების ინვესტორისა და მოდელის ფრანგული სტილის სახლი

სამზარეულოს იატაკი – რა ვარიანტები არსებობს?