in

მოდერნისტული რანჩო პოზნანში

Alliance Group
Alliance Group

კაროლინას ცხენზე ჯირითი და დასავლეთის ფერმერული ცხოვრების სიყვარული ჰოლივუდური ფილმებიდან გაუჩნდა. მას უნდოდა მისი ოცნებები რეალობად ექცია. ქალაქის ისტორიული ცენტრიდან 30 წუთის სავალზე იდეალური მიწის ნაკვეთი მოიძია და არქიტექტურულ ბიურო „PL.architekci“-ს პოზნანში, ბეღელის მსგავსი სახლი დაუკვეთა.  საყვარელ ბედაურზე ჯირითის გარდა კაროლინა კაკტუსების კოლექციონერობითაცაა გატაცებული, რომელთა შეგროვება, მშობლების საჩუქრით, 8 წლის ასაკიდან დაიწო. დღეს მისი კოლექცია 82 ეგზემპლიარს ითვლის.

არქიტექტორებმა ამ შენობის ლანდშაფტთან ჰარმონიული შერწყმა მოახერხეს. შედეგად სახლი გარემოს მოხდენილი დანამატივითაა, ავსებს მას და არ გავს შუა მინდორში აშენებულ ძეგლს.

სახლის ფორმა იმდენად მარტივია, რომ მისი დახატვა ბავშვსაც კი შეუძლია, ამავე დროს პოზნანის შემოგარენის ტრადიციულ, სოფლის ნაგებობებს წააგავს. აქ ყველა დეტალი გათვლილია, სახურავი გლუვია, ხოლო საკვამური მილები და ყველა დანადგარი დამალული. მოდერნისტული პრინციპის მიხედვით, რაც ნაკლები, მით უკეთესია (The less is more). არანაირი მორთულობა და ორნამენტები. რაც შეეხება ფასადს, ის ხისაა, რომელიც დროთა განმავლობაში დაბერდება და ირგვლივ არსებულ ხეებს დაემსგავსება.

თუმცა, ხის უკან ჰერმეტული კონსტრუქციაა. ციმბირული ლარიქსი მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა. ის ძალიან მკვრივია, ამიტომაც ადვილად არ იჟღინთება წყლითა და ნესტით. ექსპერტების რჩევით, ნედლი ხე ზეთებით 20 წელიწადში ერთხელ უნდა გაიჟღინთოს. მისი გაწმენდაც აუცილებელი არ არის, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ დროთა განმავლობაში ის თავისებურ ბუნებრივ ნადებს გაიკეთებს.

მეპატრონეს სურვილი ჰქონდა, რომ  სასტუმრო ოთახი ტრადიციულად სამხრეთისკენ ყოფილიყო მიმართული, რათა ოთახი განსაკუთრებით ნათელი ყოფილიყო. დიზაინერებმა კი საპირისპირო გადაწყვეტილება შეთავაზეს და პეიზაჟის გამო განლაგება 180 გრადუსით შეცვალეს.

ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით სახლიდან ყველაზე ლამაზი ხედი იშლება – მდელო, ხეები და რუ, ამიტომაც აქ ყველაზე დიდი ფანჯარაა. საბოლოოდ სახლი ოთხივე მხრიდან შემინულია.

ამის გარდა, ინტერიერში ბევრი ხეა გამოყენებული, გასაკუთრებით ფერფლის ხე, რომელსაც უჩვეულოდ ლამაზი ტექსტურა აქვს. იატაკი გაკეთდა ფერფლის ხისგან, სახურავის კარკასი ხისაა, ხოლო სამზარეულოს ზედაპირის ზედა ნაწილი შეცვლილია დაუმუშავებელი დაფით.

ფანჯრების შავი ჩარჩოები შემთხვევითობა არაა, ისინი ერთგვარად კრავს პეიზაჟს და ინტერიერში თავშეკავებულად ეწერება. პრივატულ ნაწილში საწოლი და აბაზანა, ბუნების თვალიერების განზრახვით, პირდაპირ ფანჯრებთან დგას. ბაღში სულ რამდენიმე ახალი ხე დაირგო, დანარჩენი დარჩა ისეთი, როგორიც იყო – გარეულ მდელოდ. ბილიკიც კი უბრალო გრუნტის ქვებით გაკეთდა.

ფოტოები: Tom Kurek

სუფრის გაწყობა როგორც ახალი დროის „გაპრანჭვა“

სად შევიძინოთ დეკორატიული სანთლები?