in

სად შევიძინოთ დეკორატიული სანთლები?

სინათლე ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა. მის გარეშე პროექტის სრული სილამაზის აღქმა წარმოუდგენელია, ამიტომ ბუნებრივი, მზის სინათლის გარდა ხელოვნური სინათლე ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული დეტალია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. სანათებისა და ჭაღების გარდა, ბოლო დროს აქტუალობას იბრუნებს სანთლები, რომლებიც შეგვიძლია როგორც ოთახის გასანათებლად, ასევე მის გასაფორმებლად, აქსესუარადაც გამოვიყენოთ.

homeis.ge გთავაზობთ 4 ქართულ მაღაზიას, სადაც დეკორატიული სანთლების შეძენას შეძლებთ.

 

1.Identity Candles

“Identity Candles” მომხმარებელს გამორჩეულ, დახვეწილ, ერთდროულად სადა და თვალშისაცემ სანთლებს სთავაზობს, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს, მაღაზიის სახელწოდების მსგავსად, ნამდვილად შესძენს იდენტობას და განსხვავებულ შტრიხს.  “Identity Candles”-ის მომსახურებით სარგებლობა მათი ინსტაგრამ გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

 

 

2.Cimcimi • ციმციმი

 

ონლაინმაღაზია “ციმციმი” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ პროდუქტს ქმნის – მათი დეკორატიული, სურნელოვანი სანთლები ქართული რელიეფური ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით იქმნება, რაც ქართული კულტურის უნიკალურობასა და მშვენიერებას წარმოაჩენს და მის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეაქვს. “ციმციმის” საოცარი პროდუქციის შეძენა მათი ინსტაგრამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ.

 

3. Auroma

 

 

“Auroma” ქართული ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ბაზარზე ახლა შემოვიდა, თუმცა სწრაფი ტემპით იხვეჭს პოპულარობას. მათი დეკორატიული სანთლები აუცილებლად გაახალისებს თქვენს თაროებსა თუ მაგიდებს და სტუმრების მოწონებასაც დაიმსახურებს. “Auroma”-ს პროდუქცია მათი ინსტაგრამ გვერდის საშუალებითაა ხელმისაწვდომი.

 

4.რაღაც ახალი

 

თუ თქვენი გემოვნება მრავალფეროვანია და ინტერიერის დიზაინში ექსპერიმენტების ჩატარებას არ უფრთხით, მაშინ ონლაინ მაღაზია “რაღაც ახალში” თქვენთვის საინტერესო პროდუქციას იპოვით. ბერძნულ კლასიკურ ხელოვნებასთამ ერთად, მაღაზია შიშველი სხეულებისგანაც იღებს ინსპირაციას და  განსხვავებულ დეკორატიულ სანთლებს გვთავაზობს, რომელთა შეძენაც “რაღაც ახლის” ინსტაგრამ გვერდზე შეგიძლიათ.

ავტორი: ნინი ლეკიშვილი

მოდერნისტული რანჩო პოზნანში

რატომ არ იძირებიან წყალზე მოტივტივე შენობები?