in

აპარტამენტები ლონდონის ვიქტორიანული ეპოქის სახლში

Banner M2
Banner M2

ბაღში გამავალი დიდი თაღოვანი ფანჯრები ამ ორსართულიანი სახლის მთავარი მშვენებაა. ეს ბინა ახლახან გარემონტებული ვიქტორიანული ეპოქის სახლში მდებარეობს.

ბრონდსბერი როუდზე მდებარე ამ აპარტამენტებს პირველი ორი სართული უჭირავს და მან ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა. წინა მფლობელმა თაღოვანი ფანჯრები დაამატა, საიდანაც ბაღის ხედები იშლება. ასევე ვრცელი და ნათელი სივრცის შექმნის მიზნით ჭერი აამაღლა. ამჟამინდელ მფლობელებს ბაღი განსაკუთრებულად უყვართ და უვლიან. სახლს ირგვლივ ლეღვის, ბლისა და ტირიფის ხეები აკრავს. აქ ასევე ბევრი ყვავილი და ბამბუკის პატარა ტყეა.

აპარტამენტებს სახლის გვერდიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს, რომელიც მნახველს ვრცელ კორიდორში მიუძღვება. შესვლისთანავე სპილენძის ფურნიტურითა და ხის სამუშაო ზედაპირით აღჭურვილი მწვანე კუნძულიანი სამზარეულო გვეგებება. სივრცის ცენტრი მარმარილოთი გაფორმებული ბუხარია. ღიობში მომცრო სასადილო ზონაა მოწყობილი, აქედან ბაღის ხედები იშლება.

კორიდორის გაგრძელებაზე დიდ ფანჯრიანი და ფრანგული კარით გამშვენებული მისაღები ოთახია, აქედან ტერასაზე, შემდგომ კი ბაღში გასვლაა შესაძლებელი. ასეთი წყობის წყალობით სახლის ინტერიერი და გარემო ლანდშაფტი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. მარმარილოთი მოპირკეთებულ ღიობში შეშის ღუმელია მოთავსებული, ნიშებში კი წიგნის თაროები და კარადებია მოწყობილი.

მეორე სართულზე ბინის პრივატული ზონა მდებარეობს. მთავარი საძინებლის ფანჯრები სამხრეთ-აღმოსავლეთით იყურება, ამიტომაც დილაობით ოთახი მზის შუქით ივსება. აპარტამენტების უკანა ნაწილში კიდევ ორი საძინებელია. თითოეული ბაღზე გამავალი მაღალი ფანჯრითაა დამშვენებული. ამავე სართულზე მარმარილოთი მოპირკეთებული საერთო სააბაზანო ოთახი მდებარეობს.

რა არის “პასიური სახლი”?

“ინტერიორისმო” – ესპანური ესთეტიკისა და გამორჩეული სტილის მქონე ახალი ავეჯის მაღაზია თბილისში