in

10 ინსტაგრამ ანგარიში ხელმისაწვდომი დეკორატიული იდეებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ინსტაგრამი ინტერიერის შთაგონების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა. გამოსავალი დიზაინის თითქმის ყველა თავსატეხისთვის არსებობს და ინტერნეტის საშუალებით მათი მარტივად და სწრაფად მოძიება შეგვიძლია.

ხშირად, დიზაინის მიმართულებით ყველაზე სასარგებლო Instagram არხებს შეუზღუდავი დიზაინის მქონე პროფესიონალი დიზაინერები არ მართავენ. რა თქმა უნდა, ფულით ლამაზი ნივთების შეძენა შეგიძლიათ, მაგრამ ძვირადღირებული გადაწყვეტები არ არის ყველაზე მომგებიანი, როდესაც საქმე საკუთარ სახლში იდეების განხორციელებას ეხება. ყველაზე შთამაგონებელი Instagram ანგარიშების უკან ხშირად დგანან ადამიანები, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და სახლის გემოვნებიანად გასაფორმებლად სულაც არ არის აუცილებელი დიდი ბიუჯეტი ან დიზაინერის კვალიფიკაცია.

@harrisvintage 

ტეხასელი Kaitlyn Coffee (დიახ, ეს მისი ნამდვილი სახელია) ამ სიაში მრავალი მიზეზის გამო მოხვდა — ადამიანებს იზიდავს მისი ღრმა ცოდნა დიზაინის შესახებ, ამასთან მისი მხიარული დაკვირვებები და კომენტარები. გარდა ამისა, სტილისტი და კრეატიული დირექტორი რეგულარულად ეძებს მეორეულ ნაწარმს ხელმისაწვდომ ფასად თავისი სახასიათო სახლისთვის.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kaitlyn Coffee (@harrisvintage)

@goodboneslondon

Good Bones ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Instagram გვერდია. მისი მფლობელი — ლეანი საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ მისი ვიქტორიანული სახლის რენოვაციის პროცესს და, ამავდროულად, გვიზიარებს რჩევებს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Good Bones (@goodboneslondon)

@townley_terrace

ჯესი კუტსი არის ტექსტილის ხელოვანი და ადამიანი, რომელსაც პროექტის მასშტაბები არ ბოჭავს. ჯესის სახლი ზღვის პირას მდებარეობს და იგი თავისი შთამაგონებელი რენოვაციის პროგრესს 24,000 მიმდევარს უზიარებს. ამ გვერდზე უამრავ სასარგებლო რჩევას იხილავთ, დაწყებული იატაკის რესტავრაციით, დასრულებული დეკორატიული სქემებით.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jessie Cutts (@townley_terrace)

@madhoney.london

სკულპტურული ბრენდის — Studio Bust-ის შემქმნელი და კრეატიული ძალა — მადსი გვიზიარებს სოფლის სახლის ჭკვიანური და ხელმისაწვდომი ნივთებით განახლების პროცესს. წარმოიდგინეთ სკამები Facebook Marketplace-დან, რომლებიც eBay-ზე შეძენილი ქსოვილებით განახლდა, სახალისო დეკორატიული იდეები, გამოსადეგი რჩევები ლამაზი სამზარეულოს დაფების შესაქმნელად და ა. შ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by MadHoney (@madhoney.london)

@cotedefolk

არასრულყოფილების მშვენიერების მიმდევარ ინტერიერის დიზაინერ სოფი როუელს აქვს გატაცება, გადაარჩინოს და გარდაქმნას ის ნივთები, რომლებიც სხვებისთვის, შესაძლოა, სრულიად შეუმჩნეველი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელმისაწვდომობა მკაცრად სოფის ნიშა არ არის, მისი ინსტაგრამი სავსეა კრეატიული დეკორატიული იდეებით. მაგალითად, როგორ შეძლებთ ოთახის სრულიად შეცვლას ავეჯის გადაადგილებით ან როგორ უნდა გამოიყენოთ ანტიკვარიატი და მეორეული ნივთები საინტერესოდ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sophie Rowell (@cotedefolk)

@little_mill_abergavenny

ამ ინსტაგრამ გვერდის მფლობელი — ჰეილი გამომწერებს უზიარებს პროგრესს ანტიკვარული ნივთების, აღდგენილი მოწყობილობების, ლამაზი ტექსტილისა და საღებავის სწორი ელფერების შერჩევაში, რაც სამხრეთ უელსში XVII საუკუნის ულამაზესი დასასვენებელი სახლის რენოვაციას ემსახურება. ეს გვერდი არის კიდევ მტკიცებულება, რომ მოკრძალებული ბიუჯეტით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეიძლება.

@hanbullivant

ინტერიერის სტილისტსა და კონსულტანტს — ჰანა ბულივანტს ონლაინ კურსების სერია აქვს, მაგრამ ის ინსტაგრამზე რჩევებითაც გამოირჩევა. ჰანა მეორეული შოპინგისა და ნარჩენების თავიდან აცილების მგზნებარე ადვოკატია. ის არასოდეს შეეცდება დაგახარჯვინოთ ფული იმაში, რაც არ გჭირდებათ. ჰანა დაგეხმარებათ, თავიდან მოიშოროთ ყველაფერი, რაც უსარგებლოა თქვენი სახლისთვის, რათა მეტი თვალსაჩინოებით უზრუნველყოთ ის ნივთები, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Hannah Bullivant (@hanbullivant)

@swike

აშშ-ში დაფუძნებული ინტერიერის დიზაინერი — სარა ვეიშელი, Swike Design-ის დამფუძნებელი, გამომწერებს აწვდის გულწრფელ მოსაზრებებს გადაჭარბებული დეკორატიული ტენდენციების შესახებ. სარა გვთავაზობს სასარგებლო რჩევებს, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ ვიპოვოთ ძვირიანი ნივთების არაჩვეულებრივი ვინტაჟური ალტერნატივები.

 

View this post on Instagram

 

A post shared by S A R A H W E I C H E L (@swike)

@jessalaviellis

ჟურნალისტ ჯეს ალავი-ელისის ინსტაგრამ არხი სავსეა კრეატიული დეკორატიული იდეებით. ჯესის პოსტები, როგორიცაა „საუკეთესო გადაწყვეტები სამზარეულოსთვის“ ნამდვილად სასარგებლოა. გარდა ამისა, ის გვთავაზობს ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა გავაწყოთ მაგიდა, გავაკეთოთ დეკორატიული გვირგვინი და ა. შ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Jess Alavi-Ellis (@jessalaviellis)

@a.modest.semi

დანიელი, ადამიანი რომელიც ამ ინსტაგრამ გვერდს მართავს, გვიზიარებს დეტალურ ინსტრუქციებს, რათა მისი მარტივი გადაწყვეტების გამეორება და ფულის დაზოგვა შევძლოთ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Daniel Matthews (@a.modest.semi)

ხმისა და სითბოს იზოლაცია – რა ღირს მასალა ქართულ ბაზარზე და როგორია მისი მონტაჟის სპეციფიკა?

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც სახლის ღირებულების გაზრდაში დაგეხმარებათ