in

2023 წლის იღბლიანი ფერები ინტერიერში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის

მომავალი 2023 წელი სამეფო შავი კურდღლის წელია. როგორც დარგის სპეციალისტებ აცხადებენ, არსებობს ძირითადი ელფერები, რომელთა გამოყენებითაც ახალი წლის სიმბოლოს აუცილებლად გაახარებთ – ეს არის ლურჯი და შავი. დანარჩენი ფერები კი თქვენი ზოდიაქოს ნიშანზე იქნება დამოკიდებული.

ვერძი

ვერძისთვის ყოველთვის წარმატება მოჰქონდა „ცეცხლოვან” ფერებს – წითელს, ყვითელს, ნარინჯისფერს, იასამნისფერს. კურდღლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გირჩევთ, ყურადღება სტაფილოსფერ ელფერებზე გაამახვილოთ. კატეგორიულად დაივიწყეთ მწვანე პალიტრა – ეს დამამშვიდებელი ფერი აქტიური ვერძის დემოტივაციას იწვევს.

კურო

კუროს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. ვეფხვის აქტიური წლის შემდეგ, მათ დამსახურებული დასვენების უფლება აქვთ. ამისთვის კუროს მედიტაციური მწვანე და ზურმუხტისფერი ელფერებით გარშემორტყმა სჭირდება. მაგრამ აგრესიული ცეცხლოვანი ფერები, თუ ეს შესაძლებელია, თავიდან უნდა აიცილოთ.

ტყუპები

ასტროლოგები ტყუპებს ურჩევენ, ყურადღება ყვითელ ფერებს მიაქციონ — ისინი სათანადო ენერგიით დაგმუხტავთ და დადებით განწყობაზე დაგაყენებთ. მთავარია, სწორი ელფერი შეარჩიოთ.

კირჩხიბი

წელს კირჩხიბი მშვენივრად ჯდება კურდღლის “დრეს კოდში” — მისი ბედნიერი, ლურჯი და ვერცხლისფერი ელფერები 2023 წლის სიმბოლოს განსაკუთრებით მოეწონება. მაგრამ ის, რასაც თავი უნდა აარიდოთ, არის ყავისფერი ტონები მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა ინტერიერში — ისინი ამ ნიშანში მელანქოლიასა და აპათიას გამოიწვევენ.

ლომი

ლომებს ასევე არ უნდა შეეშინდეთ საკუთარი თავის გამოხატვის — ყვითელი და ოქროსფერი ელფერებით კურდღელი კმაყოფილი იქნება. ეს იმიტომ, რომ წლის სიმბოლოს უყვარს სიმდიდრე და ფუფუნება. ლომებისთვის სახიფათო ფერი გამაღიზიანებელი წითელია.

ქალწული

სახლის იღბლიანი ატმოსფეროთი ასავსებად ქალწულებისთვის საკმარისია ბუნების მოწოდებას მისდიონ და ინტერიერს ნატურალური ფერები შემატონ. ქალწულებს შეუძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენონ ნეიტრალური მწვანე, ყავისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი. თუმცა ნათელი აქცენტები დაცული მომავალი იდეებისთვის უნდა შემოინახოთ.

სასწორი

გონებრივი მდგომარეობის სტაბილიზაციისა და წონასწორობის დასამყარებლად, ასტროლოგები ამ ნიშანს ინტერიერში ცისფერი და ზღვის ელფერების დამატებას ურჩევენ.

მორიელი

იმისთვის, რომ მორიელებისთვის წელი ნაყოფიერი იყოს, მათ მაქსიმალურად უნდა გაამახვილონ ყურადღება საკუთარ თავზე და თავიანთ საქმეებზე. ამისათვის ცისარტყელისა და „პოზიტიური” ელფერები არ იმუშავებს. საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის და თქვენი რესურსების გააქტიურებისთვის შავი, მდიდარი იასამნისფერი და ბროწეულის ფერი დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

კურდღელს განსაკუთრებით უყვარს მეწამული და ზღვის ელფერები. ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის წელს ისინი განსაკუთრებით ბედნიერი გახდება. კერძოდ, ფირუზისფერი და იასამნისფერი წარმატებებს მოუტანს მშვილდოსნებს და მათ გრძელვადიანი გეგმების განხორციელებაში დაეხმარება. მაგრამ შავი და იასამნისფერი ტონები თავიდან უნდა აიცილოთ — ისინი წინსვლაში და მთავარ მიზანზე კონცენტრირებაში ხელს შეგიშლიან.

თხისრქა

მშვიდი ყავისფერი ელფერები და ხის ყველა კეთილშობილი ტონი არის ის, რაც თხისრქებს დაამშვიდებს და ყოველდღე წარმოუდგენელი ძალით აავსებს. იმავდროულად, მიმდებარე თბილ ფერებში გადასვლა რეკომენდებული არ არის — ყავისფერს ყვითელი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი ელფერები ვერ ჩაანაცვლებს. ეს ფერები მხოლოდ თხისრქების დაძაბვას შეუწყობს ხელს.

მერწყული

მერწყულები უნდა კონცენტრირდნენ ფერებზე, რომლებსაც წყალი გვაძლევს — ლურჯი და ვერცხლისფერი (როგორც მოციმციმე ზღვის ზედაპირი). ამ ნიშანზე პიტნის, ლავანდის ელფერები და კლასიკური შავი ასევე დადებითად იმოქმედებს. ასეთი ფერები შექმნის შემოქმედებით ატმოსფეროს და მეოცნებე მერწყულებს შთააგონებს. მაგრამ მკვეთრმა წითელმა ან ყვითელმა ტონებმა შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ.

თევზები

თუ იასამნისფერი ელფერები ზოდიაქოს რომელიმე ნიშანს შეეფერება, ეს თევზებია — ასეთი ტონები მარტში დაბადებულებს მედიტაციური მდგომარეობით უზრუნველყოფს, დადებითი გრძნობებითა და სიცოცხლისუნარიანობით ავსებს. არ უნდა დაამშვენოთ თქვენი სახლი უტილიტარული ფერებით, როგორიცაა ყავისფერი, ხაკისფერი და შავი – ასეთი პალიტრა თქვენს ვიბრაციას დაახშობს და პროდუქტიულ განწყობას დაგიკარგავთ.

რიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბინა თაქთაქიშვილის ქუჩაზე – ელეგანტური ინტერიერი კრემისფერ ტონებში

Apple Tree House — სახლი, რომელიც ოჯახს ბუნებასთან მყარი კავშირით უზრუნველყოფს