in

7 იდეა სამზარეულოში სასაუზმე კუთხის მოსაწყობად

საუზმის მირთმევა სამზარეულოს მყუდრო კუთხეში საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრისთვის საყვარელი რიტუალია.

მსგავსი კუთხე ზოგისთვის (ვინც დილის ადამიანი არ არის) სტიმულადაც კი შეიძლება იქცეს, ადრე ადგეს და დილა ჰარმონიულად, სამზარეულოს მისთვის საყვარელ კუთხეში დაიწყოს. მსგავსი ადგილი მშვენიერია ჭიქა ყავის მისართმევად და წიგნის საკითხადაც.

და მაინც, როგორ მოვაწყოთ ასეთი კუთხე? საამისოდ 7 იდეას შემოგთავაზებთ:

1. ძველებური სკამი და მაგიდა

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ძველი ნივთების გამოყენება მხოლოდ იმიტომ უნდა შეწყვიტოს, რადგან ახლის შეძენა შეუძლია. მაგრამ, რეალურად, ძველებური ნივთები ამდიდრებენ სივრცეს. სასაუზმე კუთხის მოსაწყობად შეგიძლიათ, სწორედ ასეთი სკამი და მაგიდა გამოიყენოთ და, ამავდროულად, ეკონომიაც გააკეთოთ.

2. სასაუზმე კუთხე ნებისმიერ ადგილას

სასაუზმე კუთხეები ჩვეულებრივ კუთხეში გვხვდება, მაგრამ თუ თქვენი სამზარეულო ამის საშუალებას არ იძლევა, შეგიძლიათ ის ნებისმიერ ადგილას მოაწყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ოდნავ შორს უნდა იყოს გაზქურისგან და ოდნავ ახლოს – ფანჯრებთან. შემდეგ უკვე, არსებული სივრცის რაოდენობა განსაზღვრავს მაგიდების და სკამების ზომას.

3. სასაუზმე კუთხე ფანჯარასთან

საუზმე ბევრად უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო იქნება, თუკი თქვენს სასაუზმე კუთხეს სწორედ ფანჯარასთან განათავსებთ. უმეტესწილად, ასეც აკეთებენ და თუ ამის შესაძლებლობას იძლევა თქვენი სამზარეულო, რატომაც არა?

4. ორი ერთში – ანუ სათავსოები სკამებად

თქვენ შეგიძლიათ, დაზოგოთ სივრცე, თუკი, დაბალი ზომის კარადა-სათავსოებს გამოიყენებთ სასაუზმე კუთხის მოსაწყობად. ამისათვის საჭიროა, სულ ოდნავად გაისარჯოთ და სათავსოებს ზევიდან ბალიშები დაამაგროთ. ასევე, მოგიწევთ, მათი შესაფერისი მაგიდის პოვნაც.

5. ფერმერული ტიპის სასაუზმე კუთხე

სასაუზმე კუთხის გაგონებისას გონებაში მომენტალურად შეიძლება გაჩნდეს კოტეჯის/აგარაკის ასოციაცია. თუკი მეურნეობის მოყვარული ადამიანი ხართ, შეგიძლიათ, ეს ასოციაცია პირადპირ თქვენს ქალაქის სახლში გადმოიტანოთ. ფერმერული სახლის სტილის შესაქმნელად თქვენ ღია ფერის ფიცრებით გაწყობილი სამზარეულოს კუთხე დაგჭირდებათ.

6. რესტორნით შთაგონებული სასაუზმე კუთხე

მსგავსი ტიპის მაგიდებს ბევრ რესტორანში შეხვედრილხართ. მიუხედავად გადაჭედილი საკვები ობიექტებისა, თითქოს მსგავსი მაგიდა და სკამი სხვებისგან მკაფიოდ განცალკევების საშუალებას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ, მისი ანალოგი თქვენს სამზარეულოშიც გადმოიტანოთ.

7. დიდი სასაუზმე კუთხე დიდი ოჯახისთვის

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სასაუზმე კუთხეები მხოლოდ მცირე ზომის უნდა იყოს, ასე არ არის. მისი პარამეტრები თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ. ამიტომაც, ნუ შეუშინდებით დიდ კუთხეს – თუკი დიდი ოჯახი გაქვთ, რატომაც არ უნდა გაზარდოთ მისი მასშტაბი?

Nikken Sekkei – არქიტექტურის იაპონური გიგანტი

საფეხურებრივი სახლი ტასმანიაში – Cumulus Studio-ს ნამუშევარი