
ცნობილი დეკორატიული ლესვის ბრენდი Project Folie განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და თბილისში მრავალფუნქციური სივრცე – Studio Folie გახსნა, სადაც ინტერიერის მასალები, ავეჯი, განათება და თანამედროვე დიზაინი ერთ კონცეფციაში ერთიანდება.
აქ წარმოდგენილია შერჩეული დეკორატიული მასალები, ავეჯი, განათება, დიზაინერული ნივთები, კოლაბორაციით შექმნილი კოლექციები, ასევე სტუდიის მიერ იმპორტირებული ბრენდები.

Studio Folie ასევე არის ადგილი, სადაც იმართება გამოფენები, პრეზენტაციები, ვორქშოფები და საგანმანათლებლო შეხვედრები, რომლებიც აერთიანებს არქიტექტორებს, დიზაინერებსა და დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს.

Studio Folie შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვინც ინტერიერსა და ექსტერიერში განსაკუთრებულ ხარისხს, ბუნებრივ ესთეტიკასა და დეტალებზე დაფუძნებულ გამოცდილებას ეძებს.
Studio Folie მხოლოდ შოურუმი არ არის – ეს არის ცოცხალი ესთეტიკური სივრცე, სადაც მასალა, განათება, ტექსტურა და ფორმა ერთიან გამოცდილებად იქცევა. აქ სტუმრებს დახვდებათ გარემო, რომელიც შთაგონებისთვის, აღმოჩენებისა და პროფესიული დიალოგისთვის შეიქმნა.
„Studio Folie-ს მისიაა, შეიქმნას სივრცე, სადაც ადამიანები მხოლოდ პროდუქტს არ ირჩევენ – ისინი სწავლობენ, გრძნობენ და რეალურად ეხებიან მასალას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი იყოს არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ემოციური გამოცდილებაც,“ – აცხადებენ Studio Folie-ში.
ახალ სივრცეში წარმოდგენილია:
- მასალების შოურუმი – განსაკუთრებული, ავთენტური და მაღალი ხარისხის დეკორატიული მასალები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ბრენდიდან;
- შერჩეული ავეჯი, სანათები, საინტერესო და გამორჩეული კოლაბორაციები;
- შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პლატფორმა – რეგულარული მასტერკლასები, პრეზენტაციები და ღონისძიებები არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისა და დიზაინით დაინტერესებული ადამიანებისთვის;
- პროფესიონალური კონსულტაცია, რომელიც მომხმარებელს საკუთარი სივრცისთვის სწორი მასალისა შერჩევაში დაეხმარება;
- შთაგონებისთვის შექმნილი გარემო – საინტერესო ავეჯი, ტექსტურები, ფერთა პალიტრები და ატმოსფერო, სადაც დიზაინი რეალურ გამოცდილებად იქცევა.
Studio Folie მიზნად ისახავს, გახდეს ადგილი, სადაც დიზაინი, მასალა და ადამიანური გამოცდილება ბუნებრივად ერთიანდება -ახალი შეხვედრების, იდეებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობებისთვის.
[R]
















