ქართულ სამშენებლო ბაზარზე 10-წლიანი წარმატებული ოპერირებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანია IPS-ი განვითარებას განაგრძობს.
კომპანიის პორტფელს ახლახან მსოფლიოში აღიარებული ორი ევროპული ბრენდი შემოუერთდა – Moeding და Cortizo, რომლებიც ინდუსტრიაში ხარისხის, ინოვაციისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოდ ითვლებიან.
პარტნიორული ქსელის ეს გაფართოება ქართულ სამშენებლო სექტორს კიდევ უფრო მრავალფეროვან, საიმედო და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

MOEDING – გერმანული ტერაკოტა და არქიტექტურული ესთეტიკა
იწყება IPS-ის თანამშრომლობა გერმანულ ბრენდ Moeding-თან – ტერაკოტას ვენტილირებადი ფასადების ერთ-ერთ წამყვან ევროპულ მწარმოებელთან.
Moeding-ის ტერაკოტას საფასადო ფილები აერთიანებს გერმანულ საინჟინრო ხარისხს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და გამორჩეულ არქიტექტურულ დიზაინს. ბრენდის გადაწყვეტილებები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ფორმისა და ფერის მრავალფეროვნებით, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და ფასადის ინდივიდუალური დიზაინის შექმნის შესაძლებლობებით.


ტერაკოტას მასალა გამოირჩევა ბუნებრივი წარმოშობითა და ეკოლოგიურობით, ამასთან, მდგრადია მზის სხივების, ტენიანობისა და სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ, რაც მას თანამედროვე არქიტექტურაში ხანგრძლივი და საიმედო საფასადო გადაწყვეტისთვის მიმზიდველ არჩევანად აქცევს.
IPS-ი უკვე იყენებს Moeding-ის ტერაკოტას ფილებს პროექტისთვის „ზიონი კრწანისი საელჩოებთან“, სადაც გერმანული საინჟინრო ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგია და გამორჩეული არქიტექტურული ხედვა ერთიანდება.
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს IPS-ის მიდგომას – ქართულ ბაზარზე შემოიტანოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალები და გადაწყვეტილებები, რომლებიც არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ტექნიკურ და გრძელვადიან ღირებულებას ქმნის.

CORTIZO – ტექნოლოგიისა და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზი
IPS-ის პარტნიორულ პორტფელს ესპანური ბრენდი Cortizo დაემატა – ევროპული არქიტექტურის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელი, რომელიც ალუმინის კარ-ფანჯრის, ფასადისა და არქიტექტურული სისტემების მიმართულებით, ინოვაციურ პროდუქტებსა და გადაწყვეტილებებს ქმნის.
Cortizo-ს მთავარი ღირებულება ტექნოლოგიისა და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზშია. ბრენდის სისტემები საშუალებას იძლევა, შეიქმნას მსუბუქი, დახვეწილი და მინიმალისტური ფასადები, დიდი მინის ზედაპირები და მაქსიმალურად გახსნილი სივრცეები – სწორედ ის არქიტექტურული გადაწყვეტები, რომლებიც თანამედროვე პრემიუმ-კლასის პროექტებისთვისაა დამახასიათებელი.


Cortizo-ს პროდუქციის გამორჩეული დიზაინი, სისტემური შესაძლებლობები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები მას განსაკუთრებით მიმზიდველ არჩევანად აქცევს თანამედროვე საცხოვრებელი, სასტუმრო და კომერციული პროექტებისთვის.
Cortizo-სთან პარტნიორობა IPS-ისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრემიუმ არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიმართულებით – ქართულ ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილების, თანამედროვე დიზაინის ტენდენციებისა და ევროპული ტექნოლოგიური სტანდარტების შემოტანის გზაზე.

IPS-ი საქართველოში საერთაშორისო ბრენდებს საფასადო და ინტერიერის მიმართულებით წარმოადგენს. ბრენდებისა და შესრულებული პროექტების დათვალიერება კომპანიის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
[R]





