“შეკრება” (homeis.gathering) — ჟურნალ homeis.ge-ს ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც არქიტექტურის, დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებსა და ამ მიმართულებებით დაინტერესებულ აუდიტორიას აერთიანებს, წელს განახლებული ფორმატით ბრუნდება: ღონისძიება პირველად იქნება ორდღიანი და ის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჩატარდება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
ორი დღე ორ განსხვავებულ, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ თემას დაეთმობა — უძრავ ქონებასა და დეველოპმენტს, შემდეგ კი არქიტექტურას.
31 ოქტომბერს, პირველ დღეს, ყურადღების ცენტრში უძრავი ქონება და დეველოპმენტი იქნება. რა განსაზღვრავს დღეს ბაზარზე მოთხოვნას? როგორ განსხვავდება უძრავი ქონების ღირებულება უბნების მიხედვით და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებლისა თუ საინვესტიციო ობიექტის შერჩევისას? ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც სფეროს პროფესიონალებისთვის, ისე მათთვის, ვინც უძრავი ქონების შეძენას გეგმავს და გადაწყვეტილების მისაღებად მეტი ინფორმაციის მიღება სურს.
1 ნოემბერი, მეორე დღე, არქიტექტურის თემას დაეთმობა. ღონისძიების ტრადიციული მიმართულება კვლავ გააერთიანებს პროფესიულ გამოცდილებას, განსხვავებულ ხედვებსა და იდეებს იმ სივრცეების შესახებ, რომლებშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. არქიტექტურისთვის მიძღვნილი დღე შესაძლებლობა იქნება, უფრო ღრმად დავფიქრდეთ, როგორ პასუხობს თანამედროვე არქიტექტურა ადამიანის ყოველდღიურ საჭიროებებს, როგორ ურთიერთობს შენობა გარემოსთან და რა ქმნის ხარისხიან საცხოვრებელ თუ საზოგადოებრივ სივრცეს. ეს თემა აერთიანებს როგორც არქიტექტორების პროფესიულ ინტერესს, ისე აუდიტორიის სურვილს, უკეთ გაიაზროს არქიტექტურის გავლენა ცხოვრების ხარისხზე.
“გვიხარია, რომ წელს განახლებული ენერგიითა და კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებით ვბრუნდებით. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ საკუთარ აუდიტორიას და ბოლო პერიოდში შევნიშნეთ მზარდი დაინტერესება უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის მიმართულებით. ადამიანებს აინტერესებსთ თუ რა ტიპის სივრცეებზეა მეტი მოთხოვნა, როგორია მათი ფასები უბნების მიხედვით, როგორ შეარჩიონ დეველოპერული კომპანია, სად განახორციელონ ინვესტიციები და ა.შ. სწორედ ამიტომ, გადავიაზრეთ ღონისძიების ფორმატი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არქიტექტურული ნაწილი უცვლელად დაგვეტოვებინა, ხოლო უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის მიმართულებისთვის ცალკე დღე მიგვეძღვნა. ამ გზით შესაძლებელი იქნება ორივე თემის საფუძვლიანი განხილვა და შესაბამისად, აუდიტორიის ინტერესის უფრო ეფექტურად დაკმაყოფილება,” – აცხადებენ ორგანიზარორები
წლევანდელ ღონისძიებაზე კიდევ ერთი სიახლეა ე.წ. Marketplace სივრცე, რომელიც ქმნის შესაძლებლობას საქმიანი შეხვედრებისა თუ კონსულტაციებისთვის და მისი მთავარი უპირატესობა მიზნობრივი კომუნიკაციაა.
“მარკეტპლეისის მთავარი ღირებულება პირადი საუბარი და კონკრეტული საჭიროებების განხილვაა. სივრცე მოწყობილი იქნება შეხვედრების ფორმატში. კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლებს ექნებათ გამოყოფილი ადგილი, სადაც დაინტერესებულ სტუმრებს მიიღებენ, გაეცნობიან მათ გეგმებს და შესთავაზებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ იქნება სტანდარტული “საგამოფენო სტენდების” ფორმატი, არამედ ეს იქნება ადგილი რეალური მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლის ფარგლებში მოსულ სტუმრებს ექნებათ საშუალება, აწარმოონ პირდაპირი კომუნიკაცია მათთვის საინტერესო კომპანიასთან,” – განმარტავენ homeis.ge-ში.
აღსანიშნავია, რომ განახლებულ ფორმატთან ერთად, წლევანდელ „შეკრებას“ გამომსვლელების განსაკუთრებით შთამბეჭდავი ჩამონათვალიც გამოარჩევს. როგორც ორგანიზატორები გვიამბობენ, მათი ვინაობა სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ბილეთების გაყიდვა 15 ოქტომბერს დაიწყება. ბილეთების კორპორაციულად შესაძენად მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: sales@marketer.ge.





