in ,

რას აღმოაჩენ „შეკრების“ Marketplace სივრცეში? – 2026 წლის გზამკვლევი

Homeis-ის ყოველწლიური ღონისძიება „შეკრება“ არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიონალებს გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეების გაცნობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. წელს „შეკრება“ ორდღიანი ფორმატით გაიმართება, 2026 წლის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“.

წლევანდელი „შეკრება“ მონაწილეებსა თუ მოსულ სტუმრებს კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს – ღონისძიებას პირველად დაემატება Marketplace – სპეციალურად მოწყობილი სივრცე B2B შეხვედრებისთვის, რომელიც ღონისძიების ძირითადი პროგრამის პარალელურად იმოქმედებს და ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ უძრავი ქონების სფეროში სერვისის მიმწოდებულ კომპანიებს და დაამყარონ მათთან საქმიანი ურთიერთობები.

ახალი სივრცის მთავარი მიზანია, ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და მათ პოტენციურ მომხმარებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები შექმნას. მარკეტფლეისში მონაწილე კომპანიებს და მოსულ სტუმრებს, საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალონ ცოდნა და გამოცდილება და განიხილონ ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

რატომ Marketplace სივრცე?

Marketplace-ი საქმიანი კომუნიკაციის ბრიტანული მოდელია და მისი მთავარი ღირებულება პირადი საუბარი და კონკრეტული საჭიროებების განხილვაა. აღსანიშნავია, რომ სივრცე მოწყობილი იქნება შეხვედრების ფორმატში და მასში არ განთავსდება პროდუქცია. შესაბამისად, ეს არ არის ტრადიციული საგამოფენო ზონა სტენდებით – სტუმარს ადგილზე ხვდება არა პროდუქტი, არამედ თავად კომპანიის წარმომადგენელი (დამფუძნებლები ან მაღალი რგოლის მენეჯერები), რომელიც მის საქმიანობასა და გამოცდილებაზე საუბრით აცნობს ბრენდს, ისმენს მომხმარებლის იდეებსა და საჭიროებებს და მასთან ერთად განიხილავს, როგორ შეიძლება იქცეს ეს იდეები ერთობლივ პროექტებად.

ამ ფორმატის უპირატესობა მიზნობრივი კომუნიკაციაა: შეხვედრის დრო ეთმობა კონკრეტულ პროექტსა და შესაძლო თანამშრომლობას. პირადი კონსულტაცია ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას, კომპანიას ეხმარება, დაინახოს თანამშრომლობის რეალური შესაძლებლობები და შექმნას საფუძველი ღონისძიების შემდეგ ურთიერთობის გასაგრძელებლად.

ვინ მონაწილეობს Homeis-ის Marketplace-ში?

2026 წლის „შეკრების” Marketplace-ის მონაწილეები სხვადასხვა მიმართულების კომპანიები იქნებიან, რომლებიც სტუმრებს საკუთარ პროდუქტებს, მომსახურებასა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გააცნობენ: საქართველოს ბანკი, Gabuild home, MIDEA, დიო, მერქანი, ალდაგი, არქთრეიდი, კაიზენი, Render Group, signall, Caparol, KTV Working Drone, Tetrix, Waterproof Solutions, Livera, Elteg, Greenstone (ლანდშაფტი & გარე სამუშაოები), Flecsecure, Ikma, Kolkh group. 


ბილეთების შეძენა შესაძლებელია Biletebi.ge-ზე.

კორპორაციულად შესაძენის მსურველებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: sales@marketer.ge.


ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

გენერალური პარტნიორი: Render Group

ოქროს სპონსორები: GT Deco, Kolkhi Group

პარტნიორები: Ton, Caparol, Silk Road Group, The Telegraph Hotel, Signall, Gabuild home, Baumer, 14/16 chairs & more, ELTEG • ელტეგი, Greenstone

მხარდამჭერები: Archtrade, Ma Architects, AMMA Design, Jambo, Lost & Found, Midea, Next Building Technologies, Dio

უძრავი ქონების მთავარი მზღვეველი: Aldagi

სივრცე, როგორც ადამიანის გაგრძელება – ინტერვიუ ანინია ფხაკაძესთან