in

რემონტის გიდი: აბაზანის რენოვაციის დროს გასათვალისწინებელი 8 რჩევა

რა უნდა გავითვალისწინოთ აბაზანის რემონტის დროს, რომ არ მოხდეს გაჟონვა და არ დავაზარალოთ მეზობლები? პასუხი მარტივია: უნდა გავაკეთოთ ჰიდროიზოლაცია, გამოვიყენოთ გაჟონვის საწინააღმდეგო სენსორები და არ დაგვავიწყდეს მილების წნევით შემოწმება.

1. ჰიდროიზოლაცია

დეტალური ჰიდროიზოლაცია მეზობლების “ჩარეცხვისაგან” დაგვიცავს. ამის გაკეთება იატაკის დასხმის ეტაპზეა აუცილებელი. თავიდან ზედაპირი ჰიდროსაიზოლაციო ხსნარით უნდა დამუშავდეს, შემდგომ მოჭიმული იატაკის დაგების დროს, ორ ფენად თხევადი პოლიმერული ფისით დაიფაროს.

აბაზანის ან საშხაპის დაყენების ეტაპზე არ დაგვავიწყდეს სანტექნიკისა და კედლის შეხების წერტილების დამუშავება. თქვენ შესაძლებელია მოგეჩვენოთ, რომ უმცირესი ღიობიდან წყალი ვერ გაჟონავს. თუმცა, თუ ეს მეზობლების დატბორვის მიზეზი არ გახდება, ღრიჭოში გაჟონილი და დაგროვილი წყალი სოკოს გაჩენის მიზეზი აუცილებლად გახდება. მისი მოშორება გაცილებით რთულია, ვიდრე კედლების ჰიდროიზოლაცია.

2. არ დაზოგოთ მასალებზე

ჩვეულებრივ, სველი წერტილების რემონტი ბინის კაპიტალური გადაკეთების დროს ხდება. ბევრ მილს კედელში მალავენ, ცვლიან მილდგარებს და ახალ სანტექნიკას ყიდულობენ. ასეთი სამუშაოები ბინაში არც ისე ხშირად ხდება, ამიტომ მასალებზე დაზოგვა არ ღირს. უმჯობესია ხარისხიანი მილებისა და სხვა დეტალების შეძენა, ვიდრე მოგვიანებით მათი თავიდან შეცვლა და რემონტი.

3. არ დაფაროთ მილდგარი ბოლომდე

კანონის მიხედვით, მილდგარის ჩაშენება აკრძალულია, ვინაიდან გაჟონვის შემთხვევაში მისი წყაროს პოვნა ძნელია და ზედაპირის მთლიანად დამტვრევა მოგიწევთ. შესაძლებელია მილების თაბაშირით დაფარვა ან ლუქის გაკეთება, რათა მათზე წვდომა მოხდეს. გირჩევთ, ის ფართო გააკეთოთ, რომ საჭიროებისამებრ ყველა კომუნიკაციას ადვილად მიწვდეთ.

4. დააყენეთ გამანაწილებელი

გამანაწილებელი ის მოწყობილობაა, რომელიც წყლის წნევას  სანტექნიკის ყველა დანადგარზე თანაბრად ანაწილებს. გაჟონვის შემთხვევაში მისი საშუალებით თითოეული მილის სათითაოდ გათიშვაა შესაძლებელი. ის არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ კომფორტსაც გვთავაზობს, რადგან სანტექნიკასთან წვდომა ერთ წერტილში იქნება შესაძლებელი.

5. გაჟონვის სენსორები

ეს დანადგარები სველ წერტილებში დგება – მილდგარების, ნიჟარების, აბაზანების, საშხაპეების, უნიტაზების, სარეცხი მანქანებისა და გამათბობლების მახლობლად.

მათი მუშაობის სქემა მარტივია, როგორც კი სენსორზე დიდი რაოდენობით წყალი ხვდება, ის სიგნალს იძლევა და ავტომატურ რეჟიმში იმ მილის საკეტებს კეტავს, რომელზეც შეერთებულია.

6. დააყენეთ გაჟონვის საწინააღმდეგო სარქველები

დრეკადი მილგაყვანილობა, რაზეც უნიტაზები და შემრევებია შეერთებული, მალე ცვდება. ამასთან შესაძლებელია მათ ქარხნული წუნიც ჰქონდეთ. მაღალი წნევა სწრაფად აზიანებს მათ. გაჟონვის თავიდან ასაცილებლად სპეციალურ სარქველებს იყენებენ. თუ წნევა სწრაფად აიწევს უკანასკნელი უმალ გადაკეტავს წყალს.

არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსები: სარქველი მუშაობს მხოლოდ კარგი წნევის პირობებში, თუ ის დაბალია (2,5 ატმოსფეროზე ნაკლები), მის გამოყენებას აზრი არ აქვს.

7. მილების წნევით დატუმბვა

ამ დროს მილებში ჰაერის ან წყლის ხელოვნურად დიდ წნევას ქმნიან და სისტემის მთლიანობას ამოწმებენ. ასეთი გზით სუსტი ადგილების გამოაშკარავებაა შესაძლებელი. ბევრი რემონტის დროის შემცირების მიზნით ამ პროცედურას თავს არიდებს, რაც დიდი შეცდომაა. ყველაფერი უნდა გადამოწმდეს, რომ მომავალში არასასიამოვნო სიურპიზებს თავი დავაღწიოთ.

8. დააყენეთ აბაზანაში პირსახოცის ელექტორო საშრობი

აბაზანის საშრობის გაჟონვა ხშირი პრობლემაა. ამაში ის ხრახნია “დამნაშავე”, რომელიც ნელ-ნელა იჟანგება. ამ შესაძლო გაჟონვის ბოლომდე აღმოფხვრისთვის, მისი ელექტრო მოდელით შეცვლაა შესაძლებელი. ის ბევრ ელექტროენერგიას არ მოიხმარს, ამიტომ კარგი ალტერნატივაა. თანაც მისი გამორთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

ამ მარტივი რჩევების მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია აბაზანის რემონტის დროს გასათვალისწინებელი მთავარი რეკომენდაციების შესახებ. შემდეგი ეტაპი უკვე პროექტის განხორციელებაა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

თანამედროვე ტიპის აპარტამენტების უახლესი ტრენდები – ინტერვიუ თეონა გიორგაძესთან

ტური Tyrese Gibson-ის ატლანტას სახლში