in

7 რჩევა მათთვის, ვინც აბაზანაში რემონტს აპირებს

რა სიმაღლეზე უნდა დადგეს ნიჟარა, როგორ შევარჩიოთ მომხიბვლელი აბაზანა, რა პრინციპები არსებობს სააბაზანოს გეგმარების დროს. ამ რჩევების შემდეგ რემონტის დაწყების წინ უფრო თავდაჯერებული იქნებით.

1. მიყევით ერგონომიკის წესებს

თითოეული სააბაზანო ინდივიდუალურია, ამიტომ მისი დაგეგმვაც თქვენი ოჯახის მოთხოვნილებების შესაბამისად უნდა მოხდეს. თუმცა, არსებობს ერგონომიკის უნივერსალური წესები, რაზეც ორიენტირი უნდა აიღოთ. მაგალითად, იმისთვის, რომ ნიჟარასთან ზედმეტი წახრა არ მოგიწიოთ, ის 90 სმ. სიმაღლეზე დაბლა არ უნდა დააყენოთ. ასევე შეეცადეთ, რომ ნიჟარასა და სხვა სანტექნიკას შორის მინიმუმ 30 სმ-იანი თავისუფალი ადგილი იყოს.

2. დატოვეთ თავისუფალი სივრცე

მომხიბვლელი ინტერიერის საფუძველი მისი ჰარმონიული გეგმარებაა. პატარა ფართშიც კი არსებობს „სასუნთქი ჰაერის“ დატოვების შესაძლებლობა, ასეთი მიდგომა სივრცეს განტვირთავს. მაგალითისთვის შესაძლებელია საშხაპის სასარგებლოდ აბაზანაზე ვთქვათ უარი, ხოლო იგივე კედლის გასწვრივ უნიტაზი მოვათავსოთ. შესაძლებელია შეკიდული უნიტაზის გამოყენება. საბოლოოდ ადგილი ნიჟარისთვისაც დაგრჩებათ და პატარა დახურული სათავსოსთვისაც, ოთახი კი უფრო ვრცელი გამოჩნდება.

3. ყურადღება მიაქციეთ სანტექნიკის საფარს

თუ არ ხართ ჩახედული სანტექნიკის წარმოების დეტალებში, მაშინ რთული გასაგებია, რატომ არის ზოგი ნიჟარა და აბაზანა მკრთალი და მოყვითალო, ზოგი კი ბრჭყვიალა და ქათქათა თეთრი. საიდუმლო ემალის ფენებსა და გამოწვის ხანგრძლივობაშია, რომელსაც სხვადასხვა მწარმოებელი იყენებს.

4. ეძებეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები

რაკი საკუთარი საცხოვრებლის დიზაინრობა გადაწყვიტეთ, ნურც არასტანდარტული აზროვნების შეგეშინდებათ. არ არის აუცილებელი წინამორბედი ინტერიერის ახალი მასალებით გამეორება. მაგალითისთვის, შესაძლებელია სწორკუთხოვანი აბაზანის მაგივრად კუთხურის დაყენება. ის ძალიან ესთეტიკურად შეიძლება გამოიყურებოდეს.

5. გაითვალისწინეთ ოჯახის მოთხოვნილებები

სააბაზანო ოთახის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი დღეს სააბაზანო ოთახის გამოყენებისას. დაფიქრდით გადაწყვეტილებებზე, რომელიც თქვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის. მაგალითად, დამოუკიდებელ ტუალეტში შესაძლებელია პატარა ხელსაბანის დაყენება, ასე დაკავებული აბაზანის დროს, ხელების დასაბანად სამზარეულოში სიარული არ დაგჭირდებათ.

6. შეარჩიეთ კომპლექსური გადაწყვეტილებები

უსათუოდ გსმენიათ, რომ ავეჯის კომპლექტების შეძენა მოძველებული და ცუდი აზრია. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა, მხოლოდ საცხოვრებელი ოთახებისთვის. არსებობს ბრენდები, რომელთა შეკიდული უნიტაზი და ხელსაბანი ნიჟარა თქვენს აბაზანაში ჰარმონიულად გამოჩდება.

7. იკითხეთ შეფასებები

კარგი ხარისხის მასალებისა და სანტექნიკის შეძენის საიმედო ხერხი შეფასებების კითხვაა. ამისთვის სხვადასხვა ფორუმებზე შესვლა ან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხმარებელთა გამოძახილების მიხედვით გამარჯვებული ბრენდების თვალიერება დაგეხმარებათ.

რანჩოს სტილის სახლი სამხრეთ კალიფორნიაში

ტური მოდელ Elsa Hosk-ის ნიუ იორკის სახლში