in

რემონტის გიდი: ვარჩევთ ხის იატაკს საკუთარი სახლისთვის

ხის იატაკი ინტერიერში ერთგვარი კლასიკაა, როგორც ვიზუალურად, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ხე არის ბუნებრივი მასალა, შესაბამისად მისი გამოყენება სახლში ჯანმრთელობისთვის უსფრთხო ვარიანტია. ამას გარდა, ხის იატაკი გამოირჩევა გამძლეობით, ესთეტიურობითა და სიმყუდროვით.

რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ, სანამ ხის იტაკს შევიძენთ?

პირველი რიგში, მნიშვნელოვანია, გადავწყვიტოთ თუ როგორი ტიპის იატაკი გვჭირდება – ბუნებრივი თუ დამუშავებული.

ბუნებრივი ხის იატაკის ფიცრები ხის ნაჭრებისგან მზადდება. მათ ხშირად ვხვდებით ძველ სახლებში და ასეთი იატაკის რამდენჯერმე განახლებაც კი არის შესაძლებელი. უარყოფით მხარედ შეიძლება მისი მარტივი დეფორმაცია ჩაითვალოს.


დამუშავებული ხის იატაკი დაპრესილი ხის ანათალისგან შედგება. ის მუშავდება ქარხნულად და რათქმაუნდა, საბოლოოდ უფრო გამძლეა, ვიდრე ბუნებრივი ხის იატაკი. თუმცა, დამუშავებული იატაკის განახლება შესაძლებელი არ არის, რადგან ის ძალიან თხელია.

დამუშავებული ხის იატაკის ფიცრები ადგილზე დასამონტაჟებლად ხშირ შემთხვევაში უკვე გამზადებული და ლაკწასმულია, ბუნებრივი ხის ფიცრები კი შესაძლებელია შემდგომ დამუშავდეს. პირველi ვარიანტის შემთხვევაში, მონტაჟის დროს სახლში გაცილებით ნაკლები არეულობა და მტვერი დგება, მაგრამ ეს მახასიათებელი მის ფასსაც ზრდის. რაც შეეხება ბუნებრივი ხის ფიცრებს, ისინი შეიძლება გამზადებული შეიძინოთ ან დაგების დროს დამუშავდეს და შემდგომ გაილაკოს. ამ შემთხვევაში ხარჯს ზრდის სამუშაოს შესრულების (ხელობის) ფასი.

არსებობს სხვადასხვა სახეობის ხის იატაკის მასალა. ეს შეიძლება იყოს მუხა, ნეკერჩხალი, კაკლის ხე, ბლის ხე, იფანი, ბამბუკი, ტექის ხე ან ფიჭვი. თითოეულ მათგანს საკუთარი ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია და მათი შერჩევა თქვენს გემოვნებასა და ფინანსებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება იატაკის დაგებას, ამ მხრივ რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

პარკეტი – ყველაზე ხშირად გამოყენებადი წყობა, როდესაც ხის ფიცრები ერთმანეთის მიყოლებით, აგურისებურად იგება.

ნაძვის ფორმა – როდესაც ფიცრები ერთმანეთთან მიერთებით არის განლაგებული ისე, რომ იქნმნება ასო “V” ან ნაძვის ფორმა.

შევრონი – გავს ნაძვის პრინციპს, თუმცა გადაჯვარედინების ნაცვლად, დიაგონალურად გადაჭრილი ფიცრები ერთმანეთთან არის მიწყობილი.

გრძივი წყობა – ამ შემთხვევაში გრძელი ფიცრები მთელ სიგრძეზეა დაწყობილი ერთმანეთის პარალელურად.

დიაგონალური – ოთახის მიმართ დიაგონალურად დაგებული გრძელი ფიცრები

რომ შევაჯამოთ, ხის იატაკის მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. გადაწყვეტილების სწორად მისაღებად კი მხოლოდ ჩვენს სურვილებში გარკვევაა საჭირო. ამიტომ თუ თქვენი ინტერიერის დიზაინი განახლებას საჭიროებს, დროა შეიძინოთ საჭირო მასალები და ეს პერიოდი სიახლისთვის გამოიყენოთ.

თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

როგორ იქმნება ქართული მოზაიკა „კამარას“ სახელოსნოში

ზეთისხილის ბაღით გარშემორტყმული რეზიდენცია – GGA Architects-ის ნამუშევარი