in

Seletti – იტალიური ბრენდი, რომელმაც დიზაინში რევოლუცია მოახდინა

იტალიური ავეჯის ბრენდი Seletti 1964 წელს დაარსდა რომანო სელეტის მიერ. თავდაპირველად კომპანია ინტერიერის გასალამაზებლად შექმნილი ნივთების იმპორტით იყო დაკავებული შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც თავად რომანო ხშირად სტუმრობდა. ეს გამოცდილება ბრენდს შესაძლებლობას აძლევდ,ა რომ ევროპული დიზაინი განსხვავებული კუთხით დაენახა, გაევლო საზღვრები და დაერღვია დაწესებული სტანდარტები. გარდა ამისა, იმ პერიოდის ევროპაში პოპულარული ხდებოდა პოსტმოდერნიზმისა და პოპ-არტის ესთეტიკა. XX საუკუნის ბოლოს სელეტიმ გადაწყვიტა არ შემოფარგლულიყო მხოლოდ დისტრიბუციით და შეექმნა საკუთარი კოლექციებიც.

Seletti-ს კოლექციებში მკაფიოდ იგრძნობა პოპ კულტურის გავლენა, მაღალი სტილის მხატვრული შტრიხები, თამამი ფერები და ფერადი აქცენტები. კაშკაშა ტონალობაში შეღებილი დივნები, ხალიჩები, სკამები, თეფშები და ლარნაკები ინტერიერში ფერად ხასიათსა და განწყობებს აღვიძებს.

მიუხედავად მხიარული შტრიხებისა და “უცნაური” ესთეტიკისა, Seletti-ს გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ მათი ბრენდი შეესაბამებოდეს იტალიურ ეტიკეტს. მასალის სახით გამოიყენება მაღალი ხარისხის პროდუქტები, მათ შორის ბეტონი, ფაიფური, მოოქრული დეტალები და სხვა. ნიუანსების დამუშავება და მოპირკეთება ხდება ძირითადად ხელით და სამრეწველო ტექნოლოგიების გამოყენებით. ბრენდის კოლექცია მოიცავს სანათების, ავეჯის, ჭურჭლისა და აქსესუარების ფართო არჩევანს.

მაგალითად, Seletti-ს ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია Kintsugi-ს კოლექცია, რომელიც Marcantonio Raimondi Malerba-ის მიერ შეიქმნა სპეციალურად ბრენდისთვის. Kintsugi-ს კოლექციის მეშვეობით იაპონური ხელოვნების უძველესი ტექნიკაა გადმოცემული. მალევე გამოჩნდა Estetico Quotidiano-ს სახელით ცნობილი ფაიფურისა და მინის კოლექციაც, რომელიც უმაღლესი ხარისხის ჩინური ფაიფურის მასალით დამზადდა.

Seletti აწარმოებს კომფორტულ და გამორჩეულ რბილ ავეჯს, რომელიც თავისი ორიგინალური დიზაინით არის ცნობილი. ზოგიერთს საკვებთან მიმსგავსებული ფორმაც კი აქვს. ზოგი კი არაორდინალური გარეგნობით გამოირჩევა. Marcantonio-ს მიერ შექმნილი ავეჯის კოლექცია რაღაცით 1950-იანი წლების მოდას გვახსენებს და Seletti-ს იდეებსა და ხასიათს ყველაზე უკეთ უსვამს ხაზს.

ბრენდის ისტორია აერთიანებს ისეთი ცნობილი დიზაინერებისა და სტუდიების ნამუშევრებს, როგორებიც არიან Antonio Arico, Elena Cutolo, CTRLZAK Art & Design Studio, BBMDS და სხვები.

“Arch.Lab”-ის დაპროექტებული სახლი ინდოეთში

#რაშენდება – “m³ საბურთალო” m²-ისგან