in

რა მასალების გამოყენებაა შესაძლებელი აბაზანაში ფილის გარდა

მაღალი ტენიანობის ადგილებში ფილა შეუცვლელია, თუმცა ყველა კედლის მისით დაფარვა აუცილებელი არაა. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ მასალები, რომელიც სველ წერტილებში შეგვიძლია გამოვიყენოთ.

1. საღებავი

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეციალურ, წყალგამძლე საღებავებზეა საუბარი. ისინი პოლიმერების საფუძველზეა შექმნილი, ეკოლოგიურია და სუნის გარეშე. თავისუფლად უმკლავდება ნესტს და რაც მთავარია, ფილაზე იაფია. გარდა ამისა, მდიდარი ფერთა პალიტრა დიზაინერების ფანტაზიას დიდ გასაქანს აძლევს. სუსტ მხარედ შეგვიძლია მექანიკური დაზიანებებისადმი მგრძობელობა მივიჩნიოთ.

2. შპალერი

დიახ, დიაც, ესეც ვარიანტიც სავსებით შესაძლებელია! სააბაზანოსთვის რეკომენდირებულია ვინილის შპალერი. ის ნაკლებად მომთხოვნია ექსპლუატაციის დროს, ირეცხება და არ ხუნდება. დიზაინერებს იდეებისა და გადაწყვეტილებებისთვის ფართო სპექტრს სთავაზობენ, ვინაიდან სხვადასხვა ნახატებისა და ორნამენტების მრავალფეროვნება თითქმის უსასრულოა. გასათვალისწინებელია, რომ ვინილის შპალერი სტანდარტულზე ძვირია.

3. აგური

ყველასთვის ცნობილია ინტერიერში ამ ელემენტის მნიშვნელობა. ის ძალიან პოპულარულია და მისი დამახასიათებელი ფაქტურისა და ფერის გამო დიზაინერების საყვარელი ელემენტია. სააბაზანო ოთახში აგური მაღალი ტენიანობის ზონაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში მთავარია, ის ანტისეპტიკური საშუალებით კარგად დამუშავდეს.

4. ბეტონი

ბეტონის ნიჟარები და მაგიდის ზედაპირები უკვე კარგად დამკვიდრებული ტრენდია. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ბეტონის კარგი მოხვეწა, ჰიდროსაიზოლაციო ფენით დაფარვა და თბილი ელფერის ხესთან კომბინირება.

5. ხე

თუ ხით მოპირკეთება ძალიან მოგწონთ, მაშინ მის გამოყენებაზე უარი სველ წერტილებშიც კი არ უნდა თქვათ. ამ დროს უმჯობესია „მდფ“ ან ნესტგამძლე ჯიშების გამოყენება (მაგალითად ცაცხვი). ძალიან ეფექტურია ნატურალური ხის ფილებისგან დამზადებული მაგიდის ზედაპირებისა და პანელების, ბეტონის ნიჟარებთან კომბინაცია.

და ბოლოს, რამდენიმე რეკომენდაცია იმისთვის, რომ გაკეთებული სანანებლად არ გვექცეს:

უპირველეს ყოვლისა, სააბაზანო ოთახი ვენტილაციითა და შრობის კარგი მოწყობილობებით უნდა აღიჭურვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მოსაპირკეთებელი მასალა მიდრეკილი იქნება სოკოსკენ. გარდა ამისა, ე.წ. “აგრესიული ტენიანობის” ზონებში, როგორიცაა საშხაპისა და აბაზანის კედლები, ხელსაბანის ზონა – უმჯობესია ფილის, შუშის, ბეტონის ან აგურის გამოყენება.

ანტიკვარული ნივთები ინტერიერში – რა უნდა გავითვალისწინოთ

4 რჩევა პატარა სამზარეულოს მოწყობისთვის