in

აკუსტიკური კედლები სიმშვიდის შესანარჩუნებლად

ავსტრალიურმა კომპანია WOVEN IMAGE– მ, იაპონური ხელოვნების შთაგონებით,  ორი ახალი აკუსტიკური კედლის პანელი, ზენი და იონი, შექმნა. კედლის ინოვაციური სახეობა ხელს უწყობს თანამედროვე სამუშაო ადგილსა და საცხოვრებელ გარემოში სიმშვიდის შენარჩუნებას.

კედლის აკუსტიკური პანელები სამ-განზომილებიანი დიზაინით არის შექმნილი. ინსპირაციის უკან იაპონური ორიგამის ტექნიკა დგას, რომლის საინტერესო გეომეტრიული ფიგურები კედლის ტექსტურაშია გამოყენებული.

კომპანია ამ პროდუქციის წარმოებით უფრო აახლოებს ოფისისა და საცხოვრებელი ინტერიერის დიზაინს ერთმანეთთან.

დიზაინერების თქმით, კედლის დიზაინი სიმარტივეზე, ასიმეტრიულ გეომეტრიულ ფორმებზე არის აგებული, რაც იწვევს სიმშვიდის შეგრძნებას და გარდა ინტერიერის აკუსტიკური იზოლირებისა, გარემოსაც ძალიან მყუდროს ხდის.

მათი კოლექციის მეორე პროდუქტი, ზენი, იაპონური ბაღების მშვიდი და სპირიტუალური გარემოს შთაგონებითაა შექმნილი. განსხვავებით იონისა, ამ კედლის ზედაპირი თხელი და მსუბუქი ვერტიკალური ხაზებით არის მდიდარი. ასეთი დიზაინით მარტივია მისი ინტერიერთან შეხამება.

ხაზოვანი პანელის დიზაინი ხელმისაწვდომია ცხრა ფერში, დაწყებული მკრთალიდან მუქ ტონებამდე. მაგალითად; კრემისფერი, მოყვითალო, შინდისფერი, ინდიგო, მწვანე და სხვა. ნამდვილი იაპონური სტილით, ეს ფერები იწვევს ბუნებისა და მშვიდი ატმოსფეროს ასოციაციას.

ძალიან პატარა ბინის იდეალური დაგეგმარების ნიმუში

ფერებით გადიდებული ინტერიერის პატარა სივრცეები