in

სად შევიძინოთ ანტიკვარული/ვინტაჟური ავეჯი და აქსესუარები – 6 მაღაზია თბილისში

ანტიკვარული ნივთები არა მხოლოდ ძველებურ საგნებს წარმოადგენს, რომლებსაც საკუთარი ხასიათი, ისტორია და გამორჩეული ენერგეტიკა გააჩნიათ, არამედ ეს ასევე საკმაოდ კარგი ინვესტიციაა. შესაბამისად, ფერგადასული ჭურჭლის ბუფეტი, ძველი საათი ან გაბზარული მარმარილოს ქანდაკება, რომელიც თქვენ ბებიისგან მემკვიდრეობით გერგოთ, შესაძლოა საკმაოდ ძვირად იყოს შეფასებული. ამას გარდა, ანტიკვარული ნივთების მატერიალური და ესთეტიკური მახასიათებლები მკვეთრად იზრდება, თუ წარსულში ისინი რომელიმე გამოჩენილი პიროვნების მფლობელობაში იყო ან დაკავშირებულია რაიმე ისტორიულ მოვლენასთან.

ანტიკვარიატის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ამგვარ საგნებს ძირითადად სპეციალურ აუქციონებზე ყიდულობენ. ხოლო რაც შეეხება მოყვარულებსა და გამოუცდელ კოლექციონერებს, ისინი უმეტესწილად ანტიკვარულ მაღაზიებს მიმართავენ, სადაც პროფესიონალი კონსულტანტების მომსახურებით სარგებლობაა შესაძლებელი. დღეს სწორედ ამ ტიპის მაღაზიების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ.

1. სტუდია 995

სტუდია 995 არის შოურუმი, რომელიც მდებარეობს ძველ საბჭოთა ქარხანაში, ვ. გორგასლის 115-ში. აქ მომხმარებელს ევროპული ვინტაჟური ავეჯისა და ინტერიერის ნივთების საკმაოდ დიდი არჩევანი დახვდება.

2. რეთრო ბაზარი

რეთრო ბაზარი“, რომელიც მიხეილ წინამძღვრიშვილის 54/56-ში მდებარეობს, 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს სთავაზობს ანტიკვარულ და ვინტაჟურ ავეჯსა და ინტერიერის ელემენტებს ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის.

3. ფრანგული პალატი

ფრანგულ პალატში” წარმოდგენილია ვინტაჟური ავეჯისა და სახლის აქსესუარები ფრანგული შატოებიდან. მაღაზია მდებარეობს იაკობ გოგებაშვილის #29-ში.

4. ბენილუქს ვინტაჟი

ბენილუქს ვინტაჟი” არის კიდევ ერთი ადგილი ანტიკვარული და ვინტაჟური ნივთების მოყვარულთათვის. მაღაზია მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თამარ მეფის 26/თევდორე მღვდლის 1.

5.TrocMarket

მაღაზია ტროკმარკეტი ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #37-ში მდებარეობს. შოურუმში ბელგიური ვინტაჟური ავეჯისა და აქსესუარების შეძენაა შესაძლებელში.

6. Antique Space

Antique Space-ში წარმოდგენილია ძველებური ნივთები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კომპანიის შოურუმი მდებარეობს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, #6-ში.

ტური ჰოკეის ვარსკვლავის – კონორ მაკდევიდის თანამედროვე მყუდრო სახლში

რაჭაში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო „უწერა რეზორტი“ რადისონ ინდივიდუალის ბრენდით გაიხსნება