in ,

ავსტრალიის საზღვაო ობსერვატორიის შენობას წყლის ზედაპირზე გამოჩენილი ვეშაპის ფორმა ექნება

Baca Architects-ის მიერ დაპროექტებული ავსტრალიის წყალქვეშა აღმოჩენების ცენტრის (Australian Underwater Discovery Centre ) შენობა ვეშაპის თავის ფორმას გაიმეორებს.

ცენტრი ორი კილომეტრის სიგრძის ნავმისადგომის, Busselton Jetty-ის ბოლოში აშენდება და ნაწილობრივ წყალქვეშა იქნება. პროექტის მიხედვით, შენობის წყალქვეშა ნაწილს ვიტრაჟული ფანჯრები ექნება, საიდანაც ოკეანისა და მისი ფლორისა თუ ფაუნის დანახვა იქნება შესაძლებელი.

Baca Architects-მა ამ ადგილას უკვე მდებარე წყალქვეშა ობსერვატორიის რენოვაციისა და სრულიად გარდაქმნის გეგმა საზოგადოების მოთხოვნის მიხედვით შექმნა, ვინაიდან როგორც იგეგმება, შენობაში შესვლა და მისი დათვალიერება არა მხოლოდ მეცნიერებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლებათ.

თავდაპირველად არქიტექტურულმა სტუდიამ შენობის ექსტერიერის სამი განსხვავებული მოდელი წარადგინა. სამიდან ერთს გამოქვაბულისებრი ფორმა ჰქონდა, მეორეს – გემის, ხოლო მესამეს წყლიდან ჰაერის ჩასასუნთქად ამოყვინთული ვეშაპის თავის ფორმაა, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვა.

ავსტრალიის წყალქვეშა აღმოჩენების ცენტრი ძირითადად ბეტონის იქნება, ვინაიდან ის გამძლეა და ისეთ მძიმე პირობებს უძლებს, როგორიც წყალქვეშ გვხვდება. ამასთან ერთად, არქიტექტურული სტუდია იმედოვნებს, რომ ბეტონის ექსტერიერი სტაბილურს გახდის გათბობისა და გაგრილების სისტემებს ინტეიერში.

ასევე, შენობის ზედა ნაწილში  Baca Architects გამოიყენებს სპეციალურ ფორიან, ბიორეცეპტულ ბეტონს, რათა მის ზედაპირზე ზღვის პატარა, ფეხსახსრიანი ცხოველებისა და წყალმცენარეების ზრდას შეუწყოს ხელი.

რაც შეეხება ინტერიერს, ავსტრალიის წყალქვეშა აღმოჩენების ცენტრში მოწყობილი იქნება სპეციალურად ვიზიტორთათვის განკუთვნილი სივრცეები, მათ შორის გალერეები და საგამოფენო დარბაზები. წყალქვეშა სართულზე დამთვალიერებლებს ობსერვატორიის მონახულებაც შეეძლებათ.

შენობის ქვედა, წყალქვეშა სართულზე ასევე განთავსდება რესტორანი, ქანდაკებები და ხელოვნების სხვა ნიმუშები.

პროექტის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

4 კომპანია საქართველოში, სადაც თანამედროვე ელექტრო ფურნიტურას შეიძენთ

მწვანე ბინა ლონდონის ბაღთან – R312 architects-სა და Auki-ის კოლაბორაციით შექმნილი ინტერიერი