in ,

მწვანე ბინა ლონდონის ბაღთან – R312 architects-სა და Auki-ის კოლაბორაციით შექმნილი ინტერიერი

Banner M2
Banner M2

აღნიშნული სივრცის ფართობი 75 კვ/მ-ია და ის სტუდია R312 architects-სა და Auki-ის ერთობლივი ნამუშევარია.

ავტორების თქმით, პროექტის მთავარი მიზანი იყო  სივრცის ისტორიული ხასიათის შენარჩუნება, რაც არსებული გარემოს არასრულყოფილი დეტალების მაქსიმალურად გამოყენების გზით მოხერხდა, ნაცვლად იდეალურად სუფთა და სწორი ზედაპირების/მასალების გამოყენებისა.

კედლები სპეციალურად არ გაილესა, ჭერი უბრალოდ გაიწმინდა, ხოლო პარკეტი შენარჩუნდა, ხელით გასუფთავდა და შეუნარჩუნდა უსწორმასწორობა და სიჭრელე. კედლები დამუშავდა პერიოდისთვის დამახასიათებელი დეკორის თანამედროვე ინტერპრეტაციით. ავეჯი და განათება თავისი ხასიათით ასევე წარმოადგენს შენობის ხასიათის თანამედროვე თარგმანს.

 

პროექტის ავტორები: გიორგი ზაუტაშვილი, დავით ხიდურელი

ფოტოგრაფი: ელენე შენგელია

ავსტრალიის საზღვაო ობსერვატორიის შენობას წყლის ზედაპირზე გამოჩენილი ვეშაპის ფორმა ექნება

ეზოს ავტომატური კარის სახეობები და კომპანიები, სადაც მათ დამზადებას შეძლებთ