in

თეთრი ბინა წითელი აქცენტებით სოლოლაკში – სტუდია “აუკის” ნამუშევარი

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, თბილისში, შინდისის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ინტერიერის დიზაინზე სტუდია “აუკიმ” იმუშავა.

საპროექტო დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ ერთიანი დიდი სივრცე დაყოფილიყო სამ
სრულყოფილ, კომპაქტურ და კომფორტულ საცხოვრებელ ბინად, ისე რომ, გათვალისწინებული ყოფილიყო გასაქირავებელი სახლისთვის საჭირო ყველა აუცილებელი კომპონენტი.

ბინის გეგმარება

ასე შეიქმნა ეს პატარა სივრცე, სადაც სამზარეულო, სასადილო და მოსასვენებელი ზონები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ხოლო საძინებელი ზონა საერთო სივრცისგან შუშის ვიტრაჟით არის გამოყოფილი.

პროექტის ავტორებმა ინტერიერში ფონურ ტონალობად თეთრი ფერი გამოიყენეს, რომლის ფონზეც წითელი კონტრასტული ტონები უფრო გამოიკვეთა და საბოლოო ჯამში, სივრცემ საკმაოდ განსხვავებული და სასიამოვნო ხასიათი მიიღო.

პროექტის ავტორი: დიზაინ სტუდია “აუკი

ფოტოგრაფი: გიორგი მოსიაშვილი

ნატურალური მასალებით შექმნილი სახლი ინგლისში

სამზარეულოს რემონტისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა