in

სამზარეულოს რემონტისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

სამზარეულო ჩვენი კულინარიული შემოქმედების სივრცეა. გასაკვირი არ არის, რომ ის იდეალური გვინდა იყოს. დღეს გავრცელებულ 5 შეცდომაზე გიამბობთ, რომლებიც სამზარეულოში ჰარმონიას არღვევს.

1. გაუთვლელი ერგონომიკა

 

სამზარეულოში ყოველი სანტიმეტრის გონივრული გამოყენებაა მნიშვნელოვანი, ამიტომ წინასწარი სცენარით ყველაფერი კარგად უნდა გაითვალოს და სხვადასხვა სიტუაციები დაიგეგმოს. ამ შემთხვევაში ზედმეტი მოძრაობები აღარ მოგიწევთ და დროსა და ენერგიას დაზოგავთ.

ნიჟარა, ქურის ზედაპირი და მაცივარი „სამუშაო სამკუთხედს“ უნდა ქმნიდეს, რომელშიც ხელშემშლელი ფაქტორები არ იქნება. სამუშაო სივრცე ამ სამკუთხედის შიგნით უნდა მოექცეს.

2. ცალკე როზეტი დანადგარებისთვის

ხშირად ხდება ისე, რომ წინასწარ არ არის გათვლილი როზეტების საჭირო რაოდენობა. ამას ზოგჯერ დანადგარის დაყენების დროს აღმოვაჩენთ ხოლმე, როდესაც უკვე გვიანია.

დაგეგმვის ეტაპზე დანადგარების სია უნდა შედგეს და როზეტების რაოდენობა დაითვალოს. არ უნდა დაგვავიწყდეს საყოფაცხოვრებო და სამზარეულო გაჯეტების როზეტებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტექნიკის ჩართვა დამაგრძელებლის მეშვეობით მოგვიწევს.

3. როცა ყველაზე მნიშვნელოვანზე დაზოგეთ

რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება საინჟინრო სისტემებს უნდა დავუთმოთ. შესაცვლელია ძველი მილები და გასათვალისწინებელია გადამუშავებული ჰაერის გადინების სისტემა. მარტო გამწოვი  ამოცანას თავს ვერ გაართმევს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჰაერის შემკრების კიდევ ერთი წერტილის გათვალისწინება.

4. როცა გაყიდვების კონსულტანტს ვენდეთ

აწყობის შემდგომ შეიძლება გაირკვეს, რომ ძვირფასი სამზარეულო იაფფასიანად გამოიყურება. ეს იმიტომ ხდება, რომ შეკვეთის დროს პროფესიონალი დიზაინერის რჩევები ვუგულებელჰყავით და კონსულტანტს ვენდეთ.

5. პრიალა ფილა 

სამზარეულოში მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება იატაკის ზედაპირს უნდა დაეთმოს. ის არ უნდა იყოს სრიალა, მითუმეტეს, როდესაც აქ ხშირად ხვდება წყალი. ამიტომ, უმჯობესია შეირჩეს ხავერდოვანი ტექსტურის მქონე კერამოგრანიტი. ასეთ ზედაპირს კარგი მოჭიდება აქვს და მასზე მოცურების ალბათობა მინიმალურია.

 

 

თეთრი ბინა წითელი აქცენტებით სოლოლაკში – სტუდია “აუკის” ნამუშევარი

ტური ნინა დობრევის კალიფორნიის სახლში