in

ტური ნინა დობრევის კალიფორნიის სახლში

მართალია, მსახიობმა ნინა დობრევმა 2000-იანი წლებიდან უმეტესი ნაწილი ჰოლივუდში გაატარა, მაგრამ როდესაც საქმე სახლს ეხება, შეიძლება ჰოლივუდური ინტერიერების მოტივების გადმოღება არ მოგინდეს… დიახ, ნინას შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა – ის წარმოშობით ბულგარელია, ხოლო ბავშვობა სამხრეთ საფრანგეთში გაატარა, შესაბამისად, მას სწორედ მისი წარსულის აქცენტების შემოტანა სურდა კალიფორნიის სახლში და მისი ინტერიერი ევროპულად მოაწყო. ხოლო სახლი 1920-იან წელს გაბატონებული ესპანური არქიტექტურული სტილით აშენდა.

Tbc Insurance
Tbc Insurance

”მე სულ ვამბობდი, რომ ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს თვითმფრინავებში ვატარებ, რადგან მუდმივად ვმოგზაურობ” – ამბობს ნინა დობრევი. ”მაგრამ პანდემია იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე ვიყავი სახლში დიდი ხნის განმავლობაში,” – ამბობს ის და განმარტავს, რომ პირველი, რაც მან გააკეთა, იყო სახლის მთლიანი ინტერიერის შეცვლა საკუთარი ხელით.

სახლში კი ძალიან კარგად ჩანს, რომ ნინას არ ეშინია ფერების – ის ყველაზე ნაკლებადაა მინიმალისტი, პირიქით, ოთახები მთლიანადაა “ამოვსებული” ავეჯით, თუმცა, ეს იმდენად ჰარმონიულადაა გაკეთებული, რომ სივრცე არ იტვირთება. პირიქით, აქ ყველანაირი კუთხისა და ნივთის აღმოჩენა შეიძლება და სწორედ ეს აძლევს სახლს სხვაგვარ, მაგიურ ელფერს.

როგორც ჩანს, მსახიობს ყველაზე მეტად ხის მასალა უყვარს და სწორედ მისგან დამზადებულ ავეჯს ვხვდებით ყველაზე ხშირად სახლში. აქაურობას ნამდვილად ეტყობა ის, რომ ის არც ერთ სხვა სახლს არ ჰგავს – პირიქით, ყველაზე შორსაა თანამედროვე ტრენდებისგან და არაა მოწყობილი ერთი კონკრეტული წესის მიხედვით. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ სახლი განსაკუთრებულად მყუდროა. მაგალითად, სამზარეულოში კუთხის მრგვალი მაგიდა საოცარ განწყობას იწვევს ამ ოთახში. 

კარები ხის ჩარჩოთი, ღია ფერის ავეჯი, ბევრი მცენარე, აგური – ექსტერიერში.. ყველაფერი ეს სახლს ოჯახურ განწყობას სძენს – ის სწორედ საოჯახო შეკრებებისთვისაა ზედგამოჭრილი. როგორც ირკვევა, ნინა არ აქცევს ყურადღებას ძვირფას მასალებს და ამბობს კიდეც: “რატომ უნდა გადავიხადო ბევრი ფული იმ სახლში, სადაც 3 ან 4 ადამიანი მოვა..” და მართლაც, ამ სახლს ნამდვილად ეტყობა უბრალოება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გემოვნებიანი უბრალოებაა.

ფოტოგრაფი:

სამზარეულოს რემონტისას დაშვებული 5 გავრცელებული შეცდომა

#სადვიცხოვრო: ბინა ანტრესოლით ჭავჭავაძის გამზირზე