in

ტური მეტ დეიმონის კალიფორნიის სახლში

აკადემიის ჯილდოს მფლობელმა მეტ დეიმონმა გადაწყვიტა გაეყიდა თავისი სახლი ბრუკლინში მდებარე პენტჰაუსში და შეეძინა კალიფორნიაში სახლი, რომელიც გამოირჩევა ნეიტრალური ფერებით, ბუნებრივი განათებით, გამწვანებით, ჰავაისგან შთაგონებული ლაუნჯ სივრცით, სათამაშო დარბაზით, სპორტული დარბაზით და ა.შ

Banner M2
Banner M2

ეს სახლის წინა ხედია – ბეტონის ფილებისგან შექმნილი კიბის საფეხურები, ხის მცირე ბილიკი და ორიგინალური გამწვანება სახლს ერთგვარ ხასიათს ანიჭებს.

სახლში შესვლისთანავე ვხვდებით ამ ნათელ ფოიეს და მინის კარს დიდი, ხის ჩარჩოთი. ზოგადად, არათუ შიგნიდან, არამედ უკვე გარედანაც კი იგრძნობა, რომ სახლის დიდ ნაწილში ხის მასალაა გამოყენებული.

ფოიედან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით გვხვდება ეს ცენტრალური ოთახი, რომელიც მიდის ღია ზონაში, სადაც განთავსებულია მისაღები და სასადილო სივრცეები.

ეს არის კიბის გვერდით მდებარე მისაღები სივრცის ახლო ხედი – დიდი კრემისფერი დივანი, რომელიც ხალიჩაზეა განთავსებული და რომელის წინ მუქი ხის ყავის მაგიდა დგას.

ეს კი სასადილო ოთახის ახლო ხედია, სადაც განთავსებულია დიდი მართკუთხა მაგიდა, რომელიც გარშემორტყმულია თეთრი სკამებით. აქაურობა გაფორმებულია დიდი ქოთნის მცენარეებით.

სამზარეულოში მუქი თანამედროვე კარადები გვხვდება, რომელთანაც კონტრასტს ქმნის მსუბუქი ტონის ზედაპირები და უჟანგავი ფოლადის ტექნიკა. ნიჟარის ზემოთ მდებარე დიდი ფანჯრები კი ბუნებრივი განათების წყაროა.

პირველ საძინებელს აქვს დიდი კრემისფერი საწოლი, რბილი, ფუმფულა ბალიშებით. აქაურ ინტერიერში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს დიდი წრიული კედლის სარკე.

ესაა მეორე ხედი იმავე საძინებელ ოთახში. როგორც ვხედავთ, საწოლის მოპირდაპირედ იმავე ტიპის დივანი და ხის მაგიდებია განთავსებული. ოთახს ასევე აქვს დიდი ტერასა, სადაც დასასხდომი სივრცეა მოწყობილი.

რაც შეეხება აბაზანას, მას გააჩნია დიდი ჯაკუზი, მის მარცხენა მხარეს განთავსებულია ნიჟარა, ხოლო მარცხნივ – საშხაპე ზონა შუშის კარით.

ეს არის სათამაშო ადგილი, რომელსაც აქვს დიდი ბილიარდის მაგიდა, რომელიც პირდაპირ მინის კარის წინ დგას და ამ ადგილას ბუნებრივი განათებაც უხვად შედის.

სახლს ასევე გააჩნია ღვინის მარანი, რომელსაც აქვს კედლებზე ჩაშენებული ღვინის საცავი და ღვინის დეგუსტაციის ადგილისთვის დიდი მოგრძო მაგიდა.

სახლის გარე სივრცეში, აუზთან განთავსებულია მსგავსი ტიპის მოსასვენებელი ადგილი. აქ განთავსებულია სასადილო კომპლექტი დიდი მუქი ხის სასადილო მაგიდით, რომელიც თანხვედრაში მოდის ხის ჭერთან.

რემონტის გიდი: როგორ დავგეგმოთ როზეტებისა და ჩამრთველების განლაგება მისაღებ ოთახში

როგორ შევძინოთ სახლს შემოდგომის განწყობა – 7 მარტივი რჩევა