in

რემონტის გიდი: როგორ დავგეგმოთ როზეტებისა და ჩამრთველების განლაგება მისაღებ ოთახში

Alliance Group
Alliance Group

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორად დაგეგმარებული ელექტრობის სისტემით გამოწვეული პრობლემები, როზეტებისა და ჩამრთველების განლაგების სქემას ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ აღნიშნული დეტალების დაგეგმვა რემონტის ეტაპზე ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ, თუ რა გჭირდებათ თქვენი სახლის კონკრეტულ სივრცეში ამ მხრივ.

დღეს ვისაუბრებთ როზეტებისა და ჩამრთველების განლაგების სტანდარტზე მისაღები ოთახისთვის. ამ შემთხვევაში არსებობს 4 საკვანძო ზონა, სადაც ელექტრობის გაყვანილობის დაგეგმვა განსაკუთრებული ყურადღებით არის საჭირო

  1. კართან

სასტუმრო ოთახში, კართან როზეტებისა და ჩამრთველების მოთავსების იგივე წესები მოქმედებს, რაც სხვა ოთახებში: იდეალური სიმაღლეა 75-90 სმ, რაც ამარტივბს წვდომას ოჯახის ნებისმიერი სიმაღლის წევრისთვის.

გვახსოვდეს, რომ შესასვლელ ზონაში საჭიროა როზეტი მტვერსასრუტისთვის ან გამათბობლისთვის. ის  იატაკიდან საშუალოდ 30 სმ. სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს, ხოლო კარიდან დაშორება 10 სმ. უნდა შეადგენდეს.

  1. ტელევიზორის ზონა

ტელევიზორი სასტუმრო ოთახში ბევრისთვის აუცილებელი ნივთია. ამ ზონაში რამდენიმე როზეტია საჭირო. დამაგრების საშუალო სიმაღლე აღნიშნულ შემთხვევაში 130 სანტიმეტრია. ამ სიმაღლეზე შესაძლებელია როზეტების ტექნიკის უკან დამალვა.

მინიმალური როზეტების რაოდენობა TV ზონასთან არის 2: ტელევიზორისთვის და საკაბელო ტელევიზიის ადაპტერისთვის.

  1. დივნის ზონა

მისაღებ ოთახში როზეტების დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელია ასევე ტორშერები, ელექტრომოწყობილობები, ნოუთბუკები და ტელეფონები. ამ შემთხვევაში განთავსების საშუალო სიმაღლე 30 სმ-ია.

როზეტების რაოდენობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმ ნივთებთან, რასაც თქვენ მოიხმართ. ხშირია შემთხვევა, როდესაც დაგეგმარების დროს ისეთი ტექნიკა რჩება უგულებელყოფილი, როგორიცაა კონდიციონერი, ელექტროღუმელები, ჰაერის დამატენიანებელი ან სათამაშო დანადგარები. გაითვალისწინეთ თქვენს განკარგულებაში არსებული მოწყობილობები და ისინი, რომლის ყიდვასაც დააპირებთ. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლებთ როზეტების სწორი რაოდენობის დაგეგმვას.

  1. სამუშაო მაგიდასთან

ზოგჯერ სასტუმრო ოთახში სამუშაო კუთხეც არის მოწყობილი, განსაკუთრებით კი ახლა – მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მეტი როზეტი დაგვჭირდება. იმ ადგილზე, სადაც სამუშაო მაგიდა დგას, 2-3 ცალია გასათვალისწინებელი. მოხერხებულია მათი მაგიდის თავზე მოთავსება, რომ ყოველი ჩართვა/გამორთვის დროს მაგიდის ქვეშ შესვლა-გამოსვლა არ მოგვიწიოს. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება თქვენი გემოვნების საკითხია. თუ თქვენ სტაციონარული კომპიუტერი გაქვთ, შესაძლებელია როზეტის დაბალ სიმაღლეზე დაყენება.

ამ მარტივი გიდის მეშვეობით თქვენ უკვე გაქვთ საჭირო ინფორმაცია როზეტებისა და ჩამრთველების მისაღებ ოთახში განლაგების შესახებ. შემდეგი ნაბიჯი უკვე პროექტის განხორციელებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპზე ფინანსური რესურსის სიმცირე გაბრკოლებთ, გახსოვდეთ, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის დახმარებით და დაიმტკიცოთ რემონტის სესხი. ეს არის კომფორტული პროცედურა, რომელსაც ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორიც არის სესხის აღების გამარტივებული პროცესი, პროცენტის შემცირების შესაძლებლობა, საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ფასდაკლებები ავეჯისა და სამშენებლო მასალების შოურუმებში და სხვა. შესაბამისად, თუ თქვენ სახლში ახალი ფერებისა და ატმოსფეროს შეტანა გსურთ, ეს ნამდვილად იდეალური მომენტია.

 

რუბრიკის #რემონტიშენიხელით წარმდგენია საქართველოს ბანკი

დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემია ონში ფილიალს გახსნის

ტური მეტ დეიმონის კალიფორნიის სახლში