in

4 კომპანია საქართველოში, სადაც თანამედროვე ელექტრო ფურნიტურას შეიძენთ

ელექტრო ფურნიტურა დიზაინის გარდა კარგი ფუნქციურობითაც უნდა გამოირჩეოდეს. ეს სახლისა თუ ოფისის ისეთი ელემენტია, რომლის ხარისხის ხარჯზე დაზოგვა დიდი შეცდომაა. დღეს ბაზარზე ნებისმიერი ბიუჯეტისა და გემოვნებისთვის როზეტების, ჩამრთველების, დიმერების, ამომრთველებისა და სხვა ელ. ფურნიტურის უზარმაზარი არჩევანია. სამწუხაროდ, ბაზარზე ბევრი ისეთი მწარმოებელიცაა, რომლებიც ხარისხით ვერ გაგვახარებენ. თუმცა ამავე დროს, ათეულობით წლების განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით უკვე გამოიკვეთა ისეთი მწარმოებლები, რომელთა ნაწარმიც მაღალი ხარისხითა და საიმედოობით გამოირჩევა. მათ შორის ლიდერებია: Schneider Electric, Legrand, ABB, Siemens, Gira, Berker, Jung, და Viko. ჩვენ წარმოგიდგენთ კომპანიებს, რომლებიც ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები არიან საქართველოში:

1. “ელეკო”/”ELECO” 

previous arrow
next arrow
Slider

ერთ-ერთი წამყვანი, გამოცდილი და ძლიერი კომპანია სადაც ელ. ფურნიტურის დიდი არჩევანია. აქ წარმოდგენილია “Berker”-ის ბრენდის პროდუქცია, რომელშიც გერმანული სიმტკიცე და გამძლეობაა ჩადებული. ასევე ფრანგული “Legrand” რომელიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.

2.”Insta”/”ინსტა

previous arrow
next arrow
Slider

გამოცდილი, ხარისხზე ორიენტირებული და კლიენტზე მორგებული კომპანია. აქ სხვა ბრენდებთან ერთად, წარმოდგენილია გერმანული ხარისხის “jung” და ევროპული გიგანტი “Siemens”.

3. “EA-Georgia” / “ეა-ჯორჯია

previous arrow
next arrow
Slider

ხარისხისა და სიახლეების მიმდევარი კომპანია, სადაც წარმოდგენილია გერმანული წამყვანი ფირმის “ABB”-ის პროდუქცია. აღნიშნული კომპანია ხარისხისა და ფასის საუკეთესო სინთეზია.

4. “საქკაბელი” / “Sakcable

previous arrow
next arrow
Slider

ქართული წარმოება, რომელმაც თავი დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ფასის ადეკვატურ ხარისხს თავაზობს. აქ წარმოდგენილია შვედური ფლაგმანი “Schneider Electric”. სკანდინავიური გემოვნებითა და ხარისხით განთქმული ეს ბრენდი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს ინტერიერს.

საუდის არაბეთში უმანქანო ქალაქი აშენდება

ავსტრალიის საზღვაო ობსერვატორიის შენობას წყლის ზედაპირზე გამოჩენილი ვეშაპის ფორმა ექნება