in

ტური ალიშა ქისის კალიფორნიის სახლში

Banner M2
Banner M2

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Razor House, არქიტექტურული დიზაინერის უოლას ე. კუნინგჰემის განსაცვიფრებელ სასახლეს ლა-ჯოლაში, კალიფორნიაში, ხან “მაგნუმ ოპუსს” უწოდებდნენ, ხან “არქიტექტურულ შედევრს” და ხანაც “ამერიკის ყველაზე მაგარ სახლს”. მაგრამ 2019 წელს ეს სახლი მომღერალმა ალიშა ქისმა და მისმა მეუღლემ, ცნობილმა მუსიკალურმა პროდიუსერმა, კასიმ დინიმ შეიძინეს. მათი თქმით, ეს ვრცელი, თითქმის 3300 კვადრატული მეტრის მასშტაბის რეზიდენცია არის ადგილი ოცნებების შესაქმნელად – “ჩვენთვის აქ ყოფნაც კი ყველაზე ველური ოცნებაა.”

”ამ სახლის ყველა კედელი, მისი ყოველი ნაწილი ქანდაკებაა”, – ამბობს კასიმ დინი. მისივე აზრით აქ ყველაფერი უფრო მეტად სკულპტურაა, ვიდრე არქიტექტურა.

სახლის შეძენის შემდეგ, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ის გაერემონტებინათ. მათ აიყვანეს ინტერიერის დიზაინერი კელი ბეჰუნი, რომელსაც დინი ინსტაგრამის საშუალებით დაუკავშირდა. “ბევრი დიზაინერია, რომლებმაც იციან, როგორ მოათავსონ ძვირადღირებული ნივთები თქვენს სახლში, მაგრამ ხშირად ამ ნივთებს და სივრცეს სული აკლია”, – ამბობს ის. “კელის კი სული აქვს.”

2007 წელს აგებულ შენობაში იატაკიდან ჭერამდე მინა და თეთრი ბეტონის კედლებია, აქვეა მოვლილი ეზო და ულამაზესი კიბეები. ბეჰუნმა, რომელსაც სურდა, სახლი უფრო ოჯახური გაეხადა და ის ნაკლებად ყოფილიყო ადგილი, სადაც „სუპერგმირი“ იცხოვრებდა, სითბო შეიტანა ხის ელემენტებით, მაროკოს მატყლის ხალიჩებითა და რბილი ქსოვილებით. ფერთა პალიტრა ეფუძნება იმ ტონებს, რომლებიც ჰარმონიაშია ხედებთან.

ეს ერთი შეხედვით არარეალური, კლდის პირას მდგომი სახლი ამ ოჯახისთვის ჰარმონიის ერთგვარი გარანტიაა. ბევრს ეს სახლი აშინებს კიდეც, თუმცა მათთვის ასე არაა. ალიშასთვის და კასიმისთვის ის დასვენების ადგილია, საიდანაც წყნარი ოკეანის საოცარ ხედებს გადაჰყურებენ და ოჯახური გარემოთი ტკბებიან.

ფოტოგრაფი: Frank Frances Studio

ინტერიერის 9 გაკვეთილი მსოფლიოს უმსხვილესი დიზაინერებისა და არქიტექტორებისგან

#სადვიცხოვრო: ზოროასტრიულ ათეშგასთან მდებარე სახლი გომის ქუჩაზე