in

Knoll – ავეჯის ამერიკული ბრენდის ისტორია

Knoll ავეჯის ბრენდია, რომელიც 1938 წელს აშშ-ში დაარსდა. ბრენდი უოლტერ ნოლმა შექმნა, თუმცა ახლა მას მისი ვაჟი, ჰანს ნოლი მართავს, რომელმაც მამის წამოწყებული საქმე არა მხოლოდ გააგრძელა, არამედ უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანა.

გასული საუკუნის ბოლოდან კომპანია მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გაზარდა ავეჯის წარმოება თითქმის ოცჯერ და ახლა არის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მაღალი კლასის ავეჯის ინდუსტრიაში საერთაშორისო მასშტაბით.

Knoll-ის პროდუქცია შექმნილია პროფესიონალებისა და თავიანთი საქმის ოსტატების მიერ. დიზაინერები ყოველდღიურად ზრუნავენ იმაზე, რომ ბრენდმა მისი ხარისხი და მომხმარებლების ერთგულება შეინარჩუნოს.

დღეს კომპანია თანამშრომლობს ისეთ ცნობილ პროფესიონალებთან არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში, როგორებიცაა ნორმან ფოსტერი და PersonLloyd (დიდი ბრიტანეთი), EOOS (ავსტრალია), ბენ ვან ბერკელი (ნიდერლანდები), კენგო კუმა (იაპონია) და კლაუდიო ბელინი (იტალია).

ავეჯის ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია “ბარსელონას სკამი”, რომელიც ლუდვიგ მის ვან დერ როემ შექმნა და ინტერიერის დიზაინის მსოფლიო ისტორიაშიც შევიდა. ამ დიზაინის მქონე სკამზე მთელი მსოფლიოდან იყო მოთხოვნა, მისი დიზაინი მემკვიდრეობას გადაეცემა და რამდენჯერმე მოპარვის მცდელობაც კი ჰქონდა.

ბრენდის კიდევ ერთი ცნობილი და საკულტო დიზაინია Saarinen Dining Table, რომელიც მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორსა და დიზაინერ ეერო საარინენს ეკუთვნის.

Knoll-ი ასევე აწარმოებს სკამს Wassily, რომლის დიზაინი ცნობილ მოქანდაკეს, მარსელ ბროიერს ეკუთვნის.

Bertoia Side Chair, რომელიც ასევე Knoll-ის კოლექციის ნაწილია, ლეგენდარულმა ჰარი ბერტოიამ შექმნა და შუა საუკუნეების სტილის ერთ-ერთ საკულტო დიზაინად ითვლება.

Knoll არა მხოლოდ ლამაზ ავეჯს ქმნის, არამედ ის ხარისხის, კომფორტისა და უნაკლო სტილის გარანტია. ბრენდის კოლექციები ელეგანტურობისა და სიმდიდრის ხაზგასმაა.

ავეჯის სახლის პროფესიონალიზმი და მაღალი ხარისხი დასტურდება ბოლო 15 წლის განმავლობაში მიღებული 120-ზე მეტი ჯილდოთი.

ავეჯის სახლი ინტერიერის რამდენიმე ხაზს აერთიანებს, KnollTextiles და KnollLuxe – ძვირადღირებული ქსოვილები და ტყავი, KnollStudio – კომფორტული ავეჯი და აქსესუარები ოფისებისა და ბინებისთვის, და KnollExtra – თაროები და საოფისე აღჭურვილობის სამონტაჟო სისტემები.

ნათელი და კრეატიული დიზაინის მქონე პროდუქტი, რომელიც ინტერიერს მატებს კომფორტისა და ჰარმონიის ეფექტს, იდეალურად ერგება ნებისმიერ სტილს.

Knoll-ის ავეჯის ბევრი მოდელი საკულტო ობიექტადაც იქცა. მათი ნახვა ამჟამად კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში შეგიძლიათ, თუმცა ხშირად შეხვდებით ჟურნალების გარეკანზე და ცნობილი ადამიანების ინტერიერშიც.

ორქიდეა – რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისა და მოვლის პროცესში?

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საცხოვრებელი სივრცის შერჩევისას?