in ,

სიმწვანეში ჩაფლული ბარი ჩაქვში – ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

ბარი, რომელზეც დღეს გიამბობთ მდებარეობს ჩაქვის სანაპიროზე, „დრიმლენდ ოაზისის“ კომპლექსში და მასზე დიზაინერმა ნატალია დავითაშვილმა იმუშავა.

2017 წელს, როდესაც ნატალიამ აღნიშნული დაკვეთა მიიღო, სანაპიროს ეს ზოლი თითქმის აუთვისებელი იყო. იმ დროს იქ მხოლოდ პატარა ბუნგალო არსებობდა, რომლის ირგვლივ ტერიტორია თავისუფალი და გაუმწვანებელი იყო.

კომპლექსის ზოგადი კონცეფციიდან გამომდინარე, ნატალია დავითაშვილმა მიზნად დაისახა, რომ ტერიტორიის განვითარება ყოფილიყო მაქსიმალურად მორგებული გარემოსთან. ეს უნდა ყოფილიყო მწვანეში ჩაფლული მსუბუქი კონსტრუქციის შენობა, რომელიც არ დაამძიმებდა გარემოს.

“იქედან გამომდინარე, რომ ბარი სანაპიროზეა განთვსებული, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ერთსართულიანი, სრულიად გახსნილი სივრცე, რომელსაც მხოლოდ გადახურვა ექნებოდა. შესაბამისად, ზონირების შემდეგ, მაქსიმალური ყურადღება ჭერის დიზაინზე გადავიტანე”,- გვიამბობს ნატალია

სამ ნაწილად დაყოფილი ჭერის დონეები ერთმანეთშია შეჭრილი და მათი სტრუქტურა და კომპოზიცია სრულიად განსხვავდებადა ერთმანეთისაგან. ერთი ნაწილი მოხატულია,  დანარჩენი ორი ნაწილი კი ხით არის მოპირკეთებული და სხვადასხვა ორნამენტიკითაა შესრულებული.

ლაუნჯ სივრცე და დანარჩენი ზონები დაბალანსებულია ცენტრალური ბარით, რომლის გარე სივრცე მაქსიმალურად არის გამწვანებული. სანაპირო ზოლზე ნეკერჩხლების, ირმის რქებისა და ვარდების მშვენიერი ბაღია შექმნილი, რომელსაც გარდა ესთეტიკური დატვირთვისა, სიმყუდროვის განცდა შემოაქვს სივრცეში.

XIX საუკუნის რესტავრირებული სახლი შვედეთში

როგორ გავხადოთ პატარა სამზარეულო პრაქტიკული?