in

როგორ გავხადოთ სახლი უსაფრთხო პატარებისთვის – 11 აუცილებელი აქსესუარი

ოჯახში პატარა წევრის დაბადება ჩვენი ცხოვრების ყოველ სფეროს ეხება, განსაკუთრებით კი სახლებს, რადგან ბავშვებს განსაკუთრებული კომფორტი და მზრუნველი ატმოსფერო სჭირდებათ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოების დაცვა და ინტერიერის დამცავი მექანიზმებით აღჭურვა, სანამ ისინი გაიზრდებიან და ისწავლიან თუ როგორ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს.

იმისთვის რომ ზუსტად გავიგოთ რა საფრთხეებია ბავშვისთვის ბინაში, სივრცის მისი თვალებით დავათვალიერება უნდა ვცადოთ. ამიტომ, ნუ დაგეზარებათ მუხლებზე დადგომა და  „პატარა მკვლევარის“ ინტერესის ყველა ობიექტის ამ რაკურსით დათვალიერება. მაქსიმალურად აიტანეთ ზედა დონეზე ყველა არასაბავშვო ნივთი. ის, რაც შეიძლება გადმოყირავდეს, მიამაგრეთ მყარად. სარეცხი და ქიმიური საშუალებები გადამალეთ. კარგი იქნება თუ ცალკე ოთახს გამოყობთ, სადაც რისკის მატარებელ საგნებს მოათავსებთ და ჩაკეტავთ. თუმცა, ყოველდღიურ მოხმარებაში ისეთი საგნებიც არსებობს, რომლებსაც ასე მარტივად ვერ გადავმალავთ. სწორედ ამისთვის არსებობს ის დამცავი მექანიზმები, რაც ბავშვის დაზიანების რისკს საგრძნობლად ამცირებს.  გთავაზობთ რამდენიმე საჭირო აქსესუარს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ოჯახში პატარა გყავთ:

1. ავეჯისა და ტექნიკის გადმოყირავების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი და მნიშვნელოვანი ატრიბუტი პატარა ბავშვის ყველა მშობლისათვის. ამ აქსესუარების დახმარებით, ცოცვისა და სიმაღლეების დაპყრობის სურვილით ანთებული ბავშვი დაცული იქნება ავეჯის გადმოყირავებისა და დაშავებისგან.

2. ბარიერი საბავშო საწოლისთვის

თუ საბავშვო ავეჯს არ მოყვება მისი ბარიერი ან ბავშვს მოზრდილთა საწოლზე აწვენთ, არ იდარდოთ, შეგიძლიათ აღნიშნული ნივთი ცაკლე შეიძინოთ და მძნარე ბავშვი საწოლიდან გადმოვარდნისგან დაიცვათ.

3. ავეჯის ჩამკეტი

მარტივი და ეფექტური საშუალება, რომელიც ნორჩი “მკვლევარის” ცნობისმოყვარეობისგან დაიცავს ბავშვსაც და სახლსაც. მათი საშუალებით თქვენ მარტივად შეძლებთ სათავსოების, უნიტაზებისა და უჯრებისა ჩაკეტვას, ხოლო ბავშვის გაზრდის შემდგომ მოხსნით ისე, რომ ავეჯს არაფერი შეეტყობა.

4. კარის შემაკავებელი

თუ თქვენს ბავშვს უყვარს დაჭერობანა ან დამალობანა, ის აუცილებლად ოთახიდან ოთახში სირბილისას კარს მაგრად მოაჯახუნებს. თითების მოყოლის საშიშროების ასარიდებლად სწორედ ასეთი კარის შემაკავებლებია ეფექტური.

5. სილიკონის დამცავი საფარი ონკანზე და რეზინის საფენი აბაზანში

ამ ნივთის საშუალებით, ბანაობის დროს უნებლიე მოძრაობისას ბავშვი დაცული იქნება ლითონის ონკანთან მიჯახებით დაზიანების მიღებისგან.

6. კიბის დამცავი

ეს არის ერთგვარი ღობე, რომელიც პატარას, რომელსაც ახალი დაწყებული აქვს გარემოს შემეცნება და ფეხის ადგმის პროცესშია, დაიცავს დაშავებისგან და მის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

7. რადიო ან ვიდეო ძიძა

მისი საშუალებით მშობელს შეუძლია სხვა საქმეს მშიდად მიხედოს და დაძინებულ ბავშვთან სირბილში არ დაკარგოს დრო. ვიდეო ძიძის დახმარებით თქვენ ბავშვი მუდმივი კონტროლის ქვეშ გეყოლებათ.

8. ჩამრთველის დამცავი

დაცული ჩამრთველი აუცილებელი ატრიბუტია ნებისმიერ სახლში, სადაც პატარაა. ის ელექტროობასთან დაკავშირებულ რისკებს აგარიდებთ თავიდან.

9. ფანჯრის საკეტებიანი სახელურები და გადმოღების სისტემა

სამწუხაროდ, ჩვენმა პატარებმა არაფერი იციან გრავიტაციის შესახებ, ფანჯრის მიღმა სამყარო კი მათთვის მეტად მიმზიდველია. საკეტებიანი სახელურები საფრთხის არიდების იდეალური საშუალებაა. ე.წ. “გადმოსაკიდებელი” სისტემის საშუალებით კი მშვიდად შეძლებთ ოთახის განიავებას.

10. კუთხეების დამცავი

ბავშვის სისხლჩაქცევებისა და დაზიანებების მიზეზი უმეტესწილად ავეჯის ბასრი კუთხეები და გვერდებია. ამ ტიპის ზედაპირებისგან ბავშის დასაცავად სწორედ ზემოთ ნაჩვენები დამცავებია რეკომენდირებული.

11. გაზქურის ჩამრთველის დამცავი

ცნობისმოყვარე “მკვლევარი” არასდროს დასჯერდება სამყაროს მხოლოდ თვალით შესწავლას. სწორედ ამიტომ, მისი ცნობიმოსყვარეობის საზიანო შედეგების არიდებაში გაზქურის ჩამრთველის დამცავი დაგეხმარებათ.

ზემოთ ჩამოთვლილი აქსესუარების შეძენა ქართულ ბაზარზე შემდეგ მაღაზიებშია შესაძლებელი: Baby Corner – საბავშვო მაღაზია, Lilu ToysForkids.ge;  mag.ge.

ბოჰემური რენოვაციის პროექტი ლიეტუვაში – TRIMONIS architects-ის ნამუშევარი

#სადვიცხოვრო: აპარტამენტები ქინგ დევიდში