in ,

#სადვიცხოვრო: აპარტამენტები ქინგ დევიდში

Banner M2
Banner M2

აღნიშნული ულტრა თანამედროვე დიზაინის მქონე აპარტამენტი განთავსებულია მერაბ ალექსიძის ქუჩაზე მდებარე “King David”-ის კომპლექსში და მისი საერთო ფართობი 135 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

საცხოვრებელი სივრცე აღჭურვილია ჭკვიანი სახლის უახლესი ტექნოლოგიით, ყველა საჭირო ტექნიკითა და იატაქვეშა გათბობით. ინტერიერის დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი ქვა –  მარმარილო და უძველესი ხე, რომელიც მდინარე ალაზნის წიაღიდანაა მოპოვებული. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამზარეულოს კუნძული, რომელიც მთლიანად შუშის კონსტრუაციას წარმოადგენს.

აპარტამენტის გეგმარებასა და ინტერიერის დიზაინის კონკრეტულ ელემენტებზე დიზაინერმა გიორგი მოსულიშვილმა იმუშავა. დამკვეთის მთავარი ამოცანა იყო ისეთი ინტერიერის შექმნა, სადაც არ დაიკარგებოდა ბინის მთავარი ღირსება და მაქსიმალურად მოხდებოდა ხედების აქცენტირება და ბუნებრივი განათების წყაროს შექმნა, რაც საკმაოდ წარმატებით განხორციელდა. აპარტამენტის ყველა კუთხიდან იშლება უნიკალური პანორამული ხედები დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილზე.

აღსანიშნავია, რომ “ქინგ დევიდის” კომპლექსი, თავის მხრივ, სტუმარს სთავაზობს აუზის, სპა ცენტრის, სპორტული დარბაზის, მიწისქვეშა ავტოსადგომის, ბარის, რესტორნისა და სხვა ტიპის მომსახურებას.


ამ ეტაპზე აღნიშნული აპარტამენტი გასაქირავებლად არის გამოტანილი და მისი ქირაობა შესაძლებელია როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიანი პერიოდით.

ფოტოგრაფი: ზურაბ ქართველიშვილი

როგორ გავხადოთ სახლი უსაფრთხო პატარებისთვის – 11 აუცილებელი აქსესუარი

Reflect Architecture-ს მიერ ჩატარებული რენოვაციის პროექტი – “Walker House”