in

ბინა მკვეთრი აქცენტებით ბაგებში – ანანო მეგრელიშვილის ნამუშევარი

ბინა, რომელზეც დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, ბაგებში, კერძოდ კი წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 65.4 კვადრატული მეტრია და მთლიანად მეპატრონის შეხედულებებისა და გემოვნების მიხედვითაა გაწყობილი.

როგორც ბინის მეპატრონე ამბობს, მას დიზაინთან შეხება არასდროს ჰქონია, თავად სრულიად სხვა პროფესიისაა და ინტერიერით მხოლოდ საკუთარი სახლის შეძენის შემდეგ დაინტერესდა. ბინის შერჩევის პროცესში დიდი როლი მისმა ადგილმდებარეობამ ითამაშა, რადგან შენობა ქალაქის ხმაურიდან შორს, სიმწვანეში აშენდა და მის გარშემო ლამაზი ხედები იშლება.

ბინის შიდა ფართობი 58 კვადრატული მეტრია და მეპატრონემ ის ე.წ. “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში შეიძინა. თავიდან მან ოთახების განლაგება შეცვალა და ორი საძინებლიდან ერთის გაუქმება, სანაცვლოდ კი სააბაზანოს გაფართოება გადაწყვიტა.

მართალია, ბინის მეპატრონე სრულიად იყო ჩართული პროცესში, თუმცა სხვადასხვა დეტალების შერჩევაში მას დიზაინერი ანანო მეგრელიშვილი დაეხმარა, რომელთან ერთადაც ავეჯისთვის შედარებით მუქი, კონტრასტული ფერები შეარჩია.

მინდოდა თბილი მინიმალიზმი და თანამედროვე დიზაინი შემექმნა. შესაბამისად, ზუსტად ვიცოდი რას და როგორ გავაკეთებდი, ავეჯიც წინასწარ შევარჩიე.

მისაღები ოთახი მუქ და კონტრასტულ ფერებშია გაწყობილი. მწვანე ფერის კედლები ოთახის მცენარესთანაა ჰარმონიაში, ხოლო ჭერს თეთრი განათების მქონე ჭაღი ამშვენებს, რომელიც, ბინის მფლობელის სურვილისამებრ, ოთახს იტალიურ ხასიათს ანიჭებს. მწვანე კონტრასტული ფერი, რომელიც გამოყენებულია მისაღებში, ისე საძინებელში, დაბალანსებულია სხვა კედლების ღია რძისფერით. ღვინისფერი წითელი დივანი კი დაბალანსებულია ხისფერ იატაკთან და ტელევიზორის მუქ ტონთან.

მკვეთრი ფერების პალიტრა თავად ბინის მფლობელის არჩევანი იყო, მას სურდა კონტრასტული ფერების გამოყენება, მე შევეცადე  ამ  მკვეთრი ფერებიდან შემერჩია ისეთი დაბალანსებული ტონები, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაში იქნებოდა“, – ამბობს ანანო მეგრელიშვილი.

სხვა ოთახებთან შედარებით, სამზარეულოს ავეჯის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. აქ იტალიური მასალით შექმნილ ავეჯს ვხვდებით. რაც შეეხება ფერებს, შავ-თეთრი ტონების კომბინაცია სახლის ამ ნაწილს განსაკუთრებულ დახვეწილობას ანიჭებს. სხვა ოთახების მსგავსად, აქაც შევხვდებით ჭერამდე კარადებსა და კედელში ჩაშენებულ ინვენტარს. სამზარეულოს შემთხვევაში, კედლის ერთი მხარე არის სრულიად ღია ფერის ფასადები, ხოლო მეორე მხარე – კონტრასტული ფერის მარმარილოს პრინტი.

სახლის საძინებელში მკვეთრი წითელი ფერის საწოლსა და მწვანე ფერის კედელს ვხვდებით. საწოლის ფერი მისაღებში განთავსებულ დივანს ეხმიანება. ოთახს მთელ სიგრძეზე მაღალი კარადები მიუყვება და საკმაოდ განსხვავებული დიზაინის მქონე ჭაღები ამშვენებს.

რაც შეეხება იატაკს, ბინის მეპატრონემ არჩევანი ლამინატის მასალაზე შეაჩერა, რადგან ის შედარებით მარტივი მოსავლელია და რთულად ზიანდება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია აბაზანა, რომელიც სრულიად მონოქრომულ ფერებშია და კონტრასტი მხოლოდ შავი დეტალებით არის შექმნილი. მეპატრონეს სურვილებიდან გამომდინარე, ბინის აბაზანა ახლა 6 კვადრატული მეტრია, თუმცა, თავდაპირველად ის შედარებით მცირე ზომის იყო. აქვეა კედელში ჩაშენებული კარადაც, სადაც სარეცხის მანქანა და სხვა საჭირო ინვენტარია მოთავსებული. სააბაზანოს ღია ფერის კედლებს შავი საშრობი, კარადის სახელური და სხვა მუქი ფერის დეტალები ეხამება. 

ჩემს ბინას დავახასიათებ როგორც თანამედროვეს. ის არის თბილი და კომფორტული, თითქმის ყველაფერი კომფორტზე მაქვს გათვლილი, დეტალები კი ფერების მიხედვით შევარჩიე,” – გვიამბობს მეპატრონე.

მთლიანობაში ბინას ფონი ღია ფერი აქვს თუმცა აქცენტებით შევძელით როგორც გიორგის სურვილის გათვალისეინება, ასევე ბალანსის შენარჩუნებაც“, – გვიამბობს დიზაინერი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ბინა გასაყიდად არის გამოტანილი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განცხადების ბმულზე.

იატაკის საფარი: “ესპანო” – navarti xtra narty gray (6მმ)

ლამინატი: “იდეალი” – kronotex piza oak

შემრევები: საღებავები – caparol premium color, premium clean, caparol amphibolin

დამცავი საღებავზე: sherwin williams

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალაშენებული ბინის შეძენისას?

8 მარტივი გზა სახლში ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად