in

გერმანული ესთეტიკით შექმნილი ბინა ბერლინში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც ახლა გიამბოთ, ბერლინის ერთ-ერთ შენობაში, მესამე სართულზე მდებარეობს. ის 147 კვ.მ ფართობისაა და მისი მთლიანი ინტერიერი Graft Architects-ს ეკუთვნის.

ბინის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი დეტალი მისივე დიდი ზომის ფანჯრებია, რომლებიც იატაკიდან ჭერამდე ადის. ასევე, ამ სახლში ერთგვარ ფერების აფეთქებას ვხვდებით. მაგალითად, მისაღები ოთახი ფისტისფერი ბუხრის, მუქი ფორთოხლისფერი დივანისა და კრემისფერი, რბილი სკამის ნაზავია. მისაღები ოთახიც კი უკვე შთამბეჭდავ აურას ქმნის მისი ამ ფერებისა და დეკორის მეშვეობით.

გლუვი ბეტონის სვეტები, უჟანგავი ფოლადის სამზარეულოს კარადები და მარმარილოს კუნძული მინიმალისტურ ატმოსფეროს ამაღლებს Boffi K21 სამზარეულოში. სახლის ეს ნაწილი განსაკუთრებულად მინიმალისტურია. აქ თითქმის არ ვხედავთ რაიმე ტიპის დეკორს, რადგანაც გამოყენებული მასალების შეზავება უკვე ქმნის განსაკუთრებულ იერსახეს.

რაც შეეხება საძინებლებს, მათ აქვთ ხედი შენობის შიდა, გამწვანებულ ეზოში. საძინებლებში ყველაზე მეტად იგრძნობა გერმანული ესთეტიკა – ასევე მინიმალისტური, ნეიტრალური ფერებითა და მინიმალური დეკორით.

ეს სიმარტივე გასდევს აბაზანასაც, რომლის მთავარ მასალადაც გამოყენებულია მარმარილო. აქ ყველაფერი ერთ ფერშია – ხელსაბანებიც კი იმავე ფერის და მასალისაა, რაც ჯაკუზი.

ინტერიერის დიზაინი: Graft Architects

ფოტოგრაფი: Yaroslav Priadka 

6 რამ, რაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სამზარეულოებს აერთიანებთ

განათების დიზაინი როგორც “შუქით სივრცის შექმნა” – ინტერვიუ გიორგი მაღრაძესთან