in ,

ბინა ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე – ქეთო ბარაბაძის ინტერიერი

ამ სივრცის მეპატრონე ახალგაზრდა გოგონაა, რომელმაც საკუთარი სახლის ინტერიერი პროფესიონალი დიზაინერის დახმარების გარეშე შექმნა.

Banner M2
Banner M2

ქეთო ძველ თბილისში გაიზარდა და მუდმივ საცხოვრებლადაც სწორედ ეს უბანი შეარჩია. თავდაპირველად, ბინა სხვაგვარად იყო დაპროექტებული და მან ყველაფერი ისე შეცვალა, რომ სივრცე საკუთარ გემოვნებასა და საჭიროებებს მორგებოდა: საძინებლის ადგილას სამზარეულო მოაწყო, მთავარი სასტუმრო ოთახი სამუშაო ზონას დაუთმო, საერთოდ არ გააკეთა ე.წ. “ტელევიზორის კუთხე” (შესაბამისად, არც ტელევიზორი აქვს) და შეიძინა არასტანდარტულად ღრმა, მაგრამ ძალიან კომფოტული რბილი ავეჯი.

ინტერიერში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართული ფარდაგები, ძველმანებში შეძენილი ბროლის ჭაღები, ბეტონის თეთრი ჭერი და ბევრი მცენარე. წამყვან ფერებად გამოყენებულია თეთრი, ნაცრისფერი და გაცრეცილი ვარდისფერი, რომელთა კომბინაცია სასიამოვნო ვიზუალურ ეფექტს იძლევა.

    

ფოტოები: ბილი ბილიხოძე

4 ბინა ვ. სარაჯიშვილის ქუჩაზე

#რაშენდება – თბილისი გარდენსის ცათამბჯენი #2