in

ბორცვზე მდებარე სახლი პორტუგალიაში – SIA arquitectura-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, პორტუგალიაში მდებარეობს და 2022 წელს აშენდა. მისი ფართობი 882 კვადრატული მეტრია, შენობის ნაწილი კი განთავსებულია ბორცვზე, რომელიც მდინარე ტაგუსს გადაჰყურებს.

არქიტექტორების ჩანაფიქრი მშვიდი და გამორჩეული საცხოვრებელის შექმნა იყო, რომელსაც ხედი მდინარისა და ქალაქის ლანდშაფტზე ექნებოდა. იმისთვის რომ პროექტისთვის ინდივიდუალიზმი შეეძინათ, მას საკმაოდ უცნაური და გამორჩეული ფორმა მისცეს.

საცხოვრებელი ნაწილი, საძინებლები, აბაზანა და სამზარეულო სახლის მეორე სართულზეა განთავსებული, ხოლო პირველ სართულზე ვხვდებით ტერასებსა და თავისუფალ სივრცეებს. პროექტის დიზაინი ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის რომ სახლი ერთგვარი ხიდია ბორცვსა და ცას შორის.

არქიტექტურული სტუდია: SIA arquitectura

ფოტოები: Francisco Nogueira

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი” 

რა უნდა ვიცოდეთ ჩასაშენებელი ქურის დამონტაჟებამდე?

დიზაინში გამოხატული ინდივიდუალიზმი — ინტერვიუ ანანო მეგრელიშვილთან