in

ტრადიციული მეთოდით აგებული თანამედროვე სახლი პორტუგალიაში

“მონტე ალენტეხო” არის ხალხური საცხოვრებლის ტიპი, რომელიც გვხვდება პორტუგალიურ ალენტეხოში. ამგვარი სახლები აშენებულია გორაკზე და სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელწოდება “მონტე”.

Alliance Group
Alliance Group

ეს კონკრეტული პროექტი კი შემუშავდა კერძო კლიენტისთვის, რომელსაც ჰქონდა დიდი ინტერესი მდგრადი ტექნოლოგიების მიმართ. შესაბამისად, მას სურდა, რომ ამ ადგილას აშენებულიყო “ეკო სახლი”. აქაური პირობები ისედაც შეზღუდულია და სწორედ ამიტომ, აშენდა მართლაც ამგვარი, თვითკმარი სახლი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავება, წყლის გადამუშავება და თავიდან გამოყენება, ნარჩენების განკარგვა და ა.შ

დიზაინის თვალსაზრისით, პროექტი არქიტექტორებისთვის იყო შემდეგი ამოცანა: ხელახლა განემარტათ მათ “მონტეს” ხალხური ფორმა, მათი გრძელი, თეთრი კედლებითა და გასაოცარი ბუხრებით, რომლებიც ადგილობრივ ლანდშაფტს სრულყოფილად ერწყმის.

“ჩვენთვის ბრტყელი გადახურვა ამ კონტექსტში უადგილო ჩანდა და, შესაბამისად, გავაკეთეთ თეთრი, თიხის ფილებით მოპირკეთებული სახურავი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას გვაძლევს.”

პროექტი შედგება ორი ნაწილისგან, რომლებიც დაკავშირებულია ფოლადის კონსტრუქციით – ‘L’ ფორმით. მთავარი საცხოვრებელი სახლი მოიცავს ღია გეგმის სამზარეულო-სასადილო-მისაღებ სივრცეებს და სამ საძინებელს. სტუმრების მოსასვენებელს კი ორი საძინებელი ეთმობა.

ალენტეხოს სახლები ტრადიციულად აშენებულია სქელი კედლებით, თუმცა, ამ სახლს ამგვარი კედლები არ დასჭირვებია, რადგან მისი ტემპერატურა რეგულირდება ენერგოეფექტური სამშენებლო ქსოვილით, თან ახლავს  მზის პასიური დაჩრდილვა სახურავიდან, რათა თავიდან აიცილოს გადახურება, მზის ენერგიის აქტიური პანელებით აღჭურვილ სისტემასთან ერთად. სახლს ასევე აქვს იატაკის გათბობა და ჭერის გაგრილების პანელები.

არქიტექტურული სტუდია: A+

ფოტოგრაფი: Francisco Nogueira

პიეტრო კიეზა – შუშის ოსტატი

ირინა სალმინას კერამიკით შექმნილი სპონტანური ექსპერიმენტი