in

House 2 – სინათლითა და მინიმალიზმით სავსე სახლი პორტუგალიაში

Alliance Group
Alliance Group

House 2 – ასე ჰქვია სახლს პორტოში, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული შენობიდან წარმოიშვა. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ იდგა შენობა, რომელსაც მიემატა გარკვეული ფართობი და შეიქმნა საკმაოდ დიდი საცხოვრებელი სივრცე.

სახლს კიდევ უფრო დიდს ხდის ის მინიმალისტური სტილი, რომლითაც ინტერიერია შექმნილი. თუმცა, ავეჯის ნაკლებობა აქ დიდად არ იგრძნობა, გამომდინარე იქიდან, რომ სახლში მასიურადაა გამოყენებული ხე და სწორედ ის ავსებს სივრცეს.

სახლის კედლები ე.წ “შიშველ” სტილშია დატოვებული, ანუ ბეტონისაა. რაც შეეხება ავეჯს, მისი ძირითადი ნაწილი ღია ფერებშია და, შეიძლება ითქვას, რომ ეს ფუმფულა და ღია ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის ნათელ სივრცეს. ამ სინათლეს დიდი ზომის ფანჯრები და კარები ქმნიან, რომლებიც სახლს ყველა მხარეს უხვად აქვს. მათ კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ხის მასიური ჩარჩოები.

გარდა იმისა, რომ შენობა სრულიად სიმწვანეში დგას და მის წინ ულამაზესი ბაღი იშლება აუზით, ინტერიერის მინიმალისტურ სტილს ძალიან აცოცხლებს მცენარეები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ სახლში ხის მასალა მასიურადაა გამოყენებული და ამის კარგი მაგალითია საძინებელი, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ მინიმალისტურ საწოლს, ხის დიდ კარადებსა და ერთ მოწნულ სკამს ვხვდებით.

მოქნილი ინტერიერის 5 თვისება

არქიმედეს სარკე – დიზაინი, რომელიც სამეცნიერო მოტივებით შეიქმნა