in

XVI საუკუნეში აშენებული სახლის რეკონსტრუქცია – Germano de Castro Pinheiro Arquitectos-ს ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომელიც ახლა უნდა წარმოგიდგინოთ, პორტუგალიაში, კერძოდ, ლავრადასში მდებარეობს. ამ პროექტზე არქიტექტურულმა კომპანიამ Germano de Castro Pinheiro Arquitectos იმუშავა. მათი თქმით, მუშაობის პროცესში უდიდეს გამოწვევას წარმოადგენდა ამ შენობის მემკვიდრეობისა და სიძველის შენარჩუნება და, ამავდროულად, მისი თანამედროვე სახით აღდგენა.

ეს შენობა მე-16 საუკუნით თარიღდება, რომელსაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა კონსტრუქცია მიამატეს. ორიგინალური კონსტრუქციის აღდგენა არქიტექტორებმა ქვის კედლებითა და სხვადასხვა დეკორატიული ელემენტის გაცოცხლებით მოახერხეს. ისინი შეეცადნენ, მეზობელი სახლების მსგავსი ფასადი გაეკეთებინათ შენობისთვის, რათა ურბანული კონტექსტიდან არ ამოვარდნილიყო.

სახლი საკმაოდ მასშტაბურია – თითქოს ის სახლს კი არა, რაიმე დაწესებულებას ჰგავს. სახლს ჩვეულებრივად აქვს მისაღები ოთახი, სამზარეულო, მეორე სართულზე კი საძინებლებია განთავსებული.

“ჩვენ ვცდილობდით, შეგვემუშავებინა იმგვარი სივრცე, რომლის აღქმა ადვილი იქნებოდა, მაგრამ, ამავდროულად, უნდა ყოფილიყო უნიკალური და საცხოვრებლად კომფორტული,” – ამბობენ არქიტექტურულ სტუდიაში.

არქიტექტურული სტუდია: Germano de Castro Pinheiro Arquitectos

ფოტოგრაფი:  Fernando Guerra | FG+SG

ყველაფერი, რაც Airbnb-ზე ბინის გაქირავების შესახებ უნდა ვიცოდეთ

ქართული თანამედროვე ავეჯი წარსულიდან – Etagere Factory